logo_geo
ირაკლი შონია: იურისტი, რომელიც ჟურნალისტად ვიქეცი, სწორედ ამ ადამიანებისადმი დიდი სიმპათიების გამო...
- +

21 ნოემბერი. 2019. 12:09

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„იურისტი, რომელიც ჟურნალისტად ვიქეცი, სწორედ ამ ადამიანებისადმი დიდი სიმპათიების გამო და საკუთარი სპეციალობისადმი ეროვნული საქმის კეთება, ერთგულად, უღალატოდ მსახურება სამართლიანობისადმი!

 

ორივე ძალიან მიყვარს - ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი და მწერალი, პოეტი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი ირინე ტალიაშვილი! ჩემთვის ორივე გამორჩეული ადამიანიa, მათგან ბევრი რამ ვისწავლე!

 

ფოტოკადრი ყველაზე მძიმე წუთებშია გადაღებული, როდესაც მთავრობის სასახლეს ქვემეხებს უშენდნენ, ისინი სიცოცხლის ფასად თავისი პროფესიის ერთგულებით ქართველ ერს მიმართავდნენ!

 

ორივეს დღეგრძელობას და სიკეთეს ვუსურვებ, როგორი კარგებიც თვითონ არიან!

 

ისე ხშირად ვეღარ გხედავთ, მაგრამ მუდამ მახსოვხართ!“ - წერს შონია.

 

 

 

 

big_banner
არქივი