logo_geo
ლალი მოროშკინა: ზღვარგადასული დემოკრატია ანარქიის საწინდარია!
- +

21 ნოემბერი. 2019. 18:04

 

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აი, რა მიკვირს, იცით?

 

ახალგაზრდები გაააქტიურესო, ახალი სლოგანი აქვთო... ახლა „გაბედეს“ აწვებიანო...

 

ჩემო ძვირფასო „ოცნება“, PR არ გვინდაო, ხალხთან ტეტ-ა-ტეტ კონტაქტი რად გვინდაო, რეგიონებში თავში ქვა გიხლიათ, მუცელში სამართებელიო და კი ხედავთ, თითქმის ყველა რეგიონალური „ბოსი“ ან დაჭერილი, ან დასაჭერია!

 

თქვენს სიებში ისეთი ბუტულიზმიანი, ტოქსიკური ტიპები შეიყვანეთ, ახლა რომ „პაჩკა-პაჩკა“ არ გტოვებდნენ, ვერც გავიხსენებდით...

 

ამ ახლაგაზრდებს კი არც 7 ნოემბერი ახსოვთ და არც 26 მაისი....

 

მაშინ ჭოჭინით დადიოდნენ და ჭკუა არ მოეკითხებათ იმაზე, რაც არ ახსოვთ!

 

თქვენ რა შესთავაზეთ?

 

მხოლოდ ევროპის ღია კარი, რომელიც მაცდურ, მეძავ ქალს ჰგავს, ისე გეფერება, გგონია, შენია, სანამ საათობრივ ტარიფს აგაფარებს შუბლზე... ამიტომ უფრო გონიერები აქ რჩებიან და ქართული მზის ქვეშ ცდილობენ, ადგილი დაიმკვიდრონ (ძალიანაც კარგი).

 

აი, აქ კი ერთვება ის ხალხი, ვისაც ეს ახალი ძალა სათავისოდ უნდა! არა, ბიჭო, ერთ საძილე, ღრუბლიან, არყისფერ დღეს, პოლიტიკურად მოტივირებულებმა გაიღვიძეს ბოქლომთმპყრობელებმა და იბერიის გასაბრწყინებლად დაირაზმნენ...

 

ბავშვს აღზრდა უნდა, სხვა შემთხვევაში ერთი გზა აქვს - ქუჩა და ციხე და მოტივს უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ზღვარგადასული დემოკრატია ანარქიის საწინდარია!

 

ყველა დამარცხდა, ვინც ეს უგულებელყო...

 

და კიდევ!

ი ვ ე რ ი ა

ა ი რ ე ვ ი

ჯერ იყო და „ივერია“-ს პირიქით წაკითხვისას მიღებულ აზრზე არ დავფიქრებულვართ, არადა, ჩანაფიქრი რა ნათელია, ბნელი რომ არ იყოს...

 

ასე ვწყევლით ერთმანეთს აირევი, ივერია -თი... უკვე საუკუნეებია და ამიტომაც ვერ დავლაგდით..

 

აზრი მატერიალიზდა!“ - წერს მოროშკინა.

 

 

 

 

big_banner
არქივი