logo_geo
გია აბაშიძე: ეკა გიგაურის ასეთ განცხადებას ქვეყნის მტრობა და საბოტაჟი ჰქვია!
- +

22 ნოემბერი. 2019. 00:48



ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით, ორგანიზაცია „საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებას ეხმიანება და მას ქვეყნის მტრობად და საბოტაჟს უწოდებს. 

 

„ეკა გიგაურის ასეთ განცხადებას ჰქვია ქვეყნის მტრობა და საბოტაჟი! საპრეზიდენტო საარჩევნო პერიოდში ხომ გახსოვთ გიგაურისა და მისი კოლეგების ტყუილი ყალბი პირადობების დაბეჭდვაზე? და ესენი გვასწავლიან, როგორ ვებრძოლოთ ოკუპანტი პუტინის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომსა და 'ფეიკნიუსებს'? რასაკვირველია, ეს აქაური ზოგიერთი 'ფაქტჩეკერის' ყურადღების მიღმა დარჩება. სირცხვილი!“, - წერს სოციალურ ქსელში გია აბაშიძე. 



ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ ქართველი ექიმის გადაადგილების, სატელეფონო საუბრებისა და საბანკო ოპერაციების შესახებ რუსებს ინფორმაციას, შესაძლოა, ქართული სპეცსამსახურები აწვდიდნენ.

 

big_banner
არქივი