logo_geo
რუსუდან შარაძე: მშობლები ვერ შეგვეტენენ და ახლა, გაბოროტებული ბებრები შვილებით მოიწევენ
- +

22 ნოემბერი. 2019. 03:00

 

აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


„ჭუჭყიანი პოლიტიკური წარსულის მქონე ტიპებს, ზუსტად რომ იციან, ხალხს გული ერევა მათზე და ფრთიანი ანგელოზიც რომ დაიყენონ გვერდზე, იმასაც ამოსვრიან, მაინც ხელისუფლებაში უნდათ. აი, ასე - ცეცხლით და მახვილით! შვილებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ეს შვილები, დღეს, ბავშვები კი არა, ვაშკაცები და ვაშქალები არიან. მშობლები ვერ შეგვეტენენ და ახლა, გაბოროტებული ბებრები, შვილებით მოიწევენ.  შვილებზე აღარაფერს ვიტყვი და თქვენც გიკრძალავთ ჩემს გვერდზე. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ რა ადამიანი უნდა იყო მშობელი, ამ წუმპეში, რასაც დღეს ქართული პოლიტიკა ჰქვია, საკუთარ შვილს საკუთარი ნებით აგდებდე. არ იცოდნენ მაინც, რა ტალახში სხედან და რისთვის იმეტებენ“, - წერს იგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

 

big_banner
არქივი