„გარდენია შევარდნაძის“ შემქმნელი და ცნობილი ბიოლოგ-ბოტანიკოსი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„არც ვიცი სხვა უფრო სასიამოვნო საქმე..
იჯდე თბილ სახელოსნოში, გარეთ წვიმს..
მთელი წლის ნაგროვები, წიგნებში გამშრალი ყვავილებისაგან ამზადებდე მისალოც ბარათებს.. ბევრი მოკეთე და მოყვარე ელოდება საახალწლოდ პატარა ემოციას..
რაღა დარჩა, 40 დღეც არა..“ - წერს შევარდნაძე.