logo_geo
„ვიცი, ბატონ კახის არ უყვარს აფიშირება, მაგრამ...“ - ანიტას დედა კახა კალაძეს საჯაროდ მადლობას უხდის
- +

23 ნოემბერი. 2019. 19:41

 

2 წლის ანიტას დედა, მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში თბილისის მერს, კახა კალაძეს საჯარო მადლობას უხდის.

 

თბილისის მერია და უშუალოდ კახა კალაძე მზად არიან პატარა ანიტას დასახმარებლად.

 

მარიკო სადრაძე აღნიშნავს, რომ ჯერ არ იცის რა თანხით დაფინანსებაზეა საუბარი. მისი თქმით, კახა კალაძე პირადად 30 000 ლარს ურიცხავს ოჯახს.

 

„ვიცი, ბატონ კახის არ უყვარს აფიშირება, მაგრამ მე რომ საჯარო მადლობა არ გადავუხადო უბრალოდ გული გამისკდება... ყოველ დღე მისი უშუალო დავალებით მეკონტაქტებოდნენ და გამოთქვამდნენ მზაობას დახმარებისთვის (თუმცა, რა თქმა უნდა, რა თანხით დახმარებაზეა საუბარი არ ვიცოდი და არც ახლა ვიცი) ყველაზე გულის ამაჩუყებელი ჩემთვის იცით რა იყო? არა თანხით დახმარება, არამედ თურმე ბატონი კახი ყოველ დღე კითხულობდა როგორ არის ის პატარა გოგოო. დღეს მომწერეს, რომ საკუთარი ფინანსებით 30.000 ლარს ურიცხავს ჩემს ოჯახს. როდესაც კალკულაცია მექნება, მერია მზადყოფნას აცხადებს დახმარებისთვის. მსგავსი ტიპის შეტყობინება შემომივიდა დღეს. ეს დღეები იმდენი ემოცია აირია ჩემს თავში, უკვე აზრების დალაგება მიჭირს. ის, რაც არასდროს არ გამომივა პირფერობაა და ვინც მე მიცნობს, კარგად იციან ეს! ისიც იციან რამხელა სიმპათიით ვიყავი ჩვენი მერის მიმართ განწყობილი. ალბათ გული მიგრძნობდა. მის ოჯახს ღმერთი დაუბრუნებს ამ და სხვა სიკეთეებს აუცილებლად. მე კი ჩემი მხრიდან ისევ ისღა დამრჩენია, ჩემი გაცვეთილი და მოკრძალებული მადლობა ვუთხრა მას და ყველას თქვენ, ვინც ჩემი ტანჯვის ცრემლები სიხარულის ცრემლად აქციეთ.

 

პ.ს. მეგობრებო, ჯერ მეც არ ვიცი რა თანხით დაფინანსებაზეა საუბარი. ეს ჯერ არავის დაუკონკრეტებია“, - წერს მარიკო სადრაძე.

 

 

 

big_banner
არქივი