„ისტორიული ამბავი თურქეთიდან: ეროვნული ბიბლიოთეკა სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის დახმარებით იწყებს ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე ქართული საკვირაო სკოლებისთვის მცირე ბიბლიოთეკების მოწყობას - სპეციალური სასწავლო დედა-ენები, ლექსიკონები, საბავშვო საკითხავები“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„წელიწადში სამჯერ ჩვენი გუნდი სწორედ ამ მისიით ეწვევა თურქეთს. ამჯერად ოთხ ადგილს ვესტუმრეთ, ან გავუგზავნეთ წიგნები - ბორჩხას, მურღულს, მაჭახელას, იუსუფელს.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მეგზურს, მეგობარსა და პარტნიორს - გიორგი ირემაძეს“, - წერს გიორგი კეკელიძე.