logo_geo
ნანუკა ჩხეიძე: ამისთვის იბრძოდა ჩვენი წინაპარი, რომ ამ ფაშისტებმა შეურაცხყოფა მიაყენონ ჩვენს ხატებს?!
- +

25 ნოემბერი. 2019. 23:27

 

დიზაინერი ნანუკა ჩხეიძე პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ ორგანიზებულ აქციას აკრიტიკებს, რომლის დროსაც „გირჩელებმა“ მსვლელობა მოაწყვეს პლაკატებით, სადაც ხატებზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის სახეა გამოსახული.

 

მართლმადიდებლებო აქ ხართ?! და თუ აქ ხართ, კითხვა მაქვს თქვენთან, მოგწონთ, რასაც კადრულობენ და აკადრებენ სიწმინდეებს? თუ მხოლოდ აქ ერთმანეთისთვის მილოცვაა ჩვენი ქრისტიანობა? ამისთვის იბრძოდა ჩვენი წინაპარი, ამისთვისაა მორწყული ჩვენი მიწის თითოეული ნაგლეჯი სისხლით, რომ ამ ფაშისტებმა შეურაცხყოფა მიაყენონ ჩვენს ეკლესიასა და ხატებს?! როდემდე?! სად უნდა გაწყდეს ის მოთმინების ძაფი, რომ გამოვფხიზლდეთ! აფსუს საქართველო! აქ პარტიულ განხილვებს ნუ დავიწყებთ, აქ სხვა რამეზეა საუბარი! კიდევ ბევრს დავწერდი, მაგრამ...“ - წერს ნანუკა ჩხეიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

 

big_banner
არქივი