logo_geo
იოსებ ჭუმბურიძე: ილიას შემდეგ, გუბაზივით არავის უფიქრია საქართველოს სვე - ბედზე
- +

27 ნოემბერი. 2019. 01:06

 

 

 

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

„ილიას შემდეგ, გუბაზივით არავის უფიქრია საქართველოს სვე - ბედზე.

მიშასთანაც ამიტომ ჩასულა - ასე უთხრა წუხელ გვარამიას და დღეს - გრიგოლიას.

მეგონა, მხოლოდ ბედზე ფიქრობდა.

არადა, მთავარი სვეა!..

ამისთვის კი ნამდვილად ღირდა მიშასთან ჩასვლა!

ოღონდ, ერთი მაეჭვებს - ვაითუ, ეს ბედზე ესაუბრა, გელბახიანი - სვეზე?!

ანდა პირიქით.

ისე, რამდენი ხანია, ეს ორი სიტყვა ერთად(თუნდაც დეფისით) აღარავის უხსენებია?!

ამისთვისაც ღირდა მიშასთან ჩასვლა!

ზოგიერთს კი უაზრო, უნაყოფო და სასაცილო შეხვედრა ეგონა...“, - წერს იგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე

 

 

big_banner
არქივი