logo_geo
სანდრო ბრეგაძე: ვეკითხები ყველა იმ პოლიტიკოსს, რომლებიც იმ სულიერი სიმახინჯის გვერდით დგახართ, რომელიც შეურაცხყოფს ეკლესიას...
- +

28 ნოემბერი. 2019. 12:59

 

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვეკითხები ყველა იმ პოლიტიკოსს და პარტიის ლიდერს, რომლებიც იმ სულიერი სიმახინჯის გვერდით დგახართ, რომელიც შეურაცხყოფს ეკლესიას - რა უფრო მნიშვნელოვანია? პროპორციული არჩევნები თუ ეკლესიის მტრების გვერდით დგომის ცოდვა? პირდაპირ უნდა ითქვას, რომ რაც არ უნდა კეთილშობილური მიზანი იყოს - ეკლესიის და მართლმადიდებლობის მტრის გვერდით დგომა-მეგობრობა-თანამებრძოლობა, ისეთივე მიუტევებელი ცოდვაა, როგორიც უფლის გმობა! რომელი პოლიტიკოსიც გიგა მაქარაშვილის მსგავსი ღვთისმგმობელის და თაბაგარის მსგავსი მამათმავალის თანამებრძოლი იქნება, ისიც ისეთივე იესო ქრისტეს გამყიდველი და იუდას თანაზიარია, როგორც ეს ავაზაკები! განაგდეთ ეს სატანის მოციქული და წმინდა ხატების შეურაცხმყოფელები, ნუ ხართ მათთან ხელიხელჩაკიდებულები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევე შეჩვენდებით, როგორც ეს ანტიქრისტეები! ნუთუ პარლამენტარის სავარძელმა ისე დაგაბრმავათ, რომ მზად ხართ, ამ ნაძირლებთან და გარყვნილებთან ერთად იბრძოლოთ? განაგდეთ ეს უღმერთოები, განაგდეთ ნაც-ჯალათები, თუ გსურთ გაერთიანდით მათ გარეშე და ისე იბრძოლეთ პროპორციული არჩევნებისთვის, თორემ უკვე ბოკერიას, თეა თუთბერიძის, ჩერგოლეიშვილის და ლგბტ აქტივისტების მარქაფად აღგიქვამთ ხალხი! ნაცები და ბოკერია არ მენანება, მაგრამ 2-3 პოლიტიკოსი ნამდვილად მენანება ისტორიის იმ ბნელი მხარისთვის, რომელსაც ქრისტეს მტრების და ერის მოღალატეების თანამებრძოლობა ეწოდება!“ - წერს ბრეგაძე.

 

 

big_banner
არქივი