logo_geo
გია ნოდია: დიდი ბოდიში, მაგრამ ეს სისულელეა...
- +

28 ნოემბერი. 2019. 14:06

 

 

ზურაბ ჯაფარიძისა და პარტია „გირჩის“ იდეას, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ძალოვან უწყებებს არ გააკარონ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, მიხეილ სააკაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერი და განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია სისულელედ მიიჩნევს:

 

„დიდი ბოდიში, მაგრამ ეს სისულელეა. კაბინეტი იქმნება იმის მიხედვით, ვინ რამდენი ხმა მიიღო არჩევნებში და რამდენი დეპუტატი გაიყვანა. ახლა მინისტრთა პორტფელების განაწილება ცოტა ძალიან სასაცილოა.

 

სხვა ამბავია, რომ ყველა პარტიამ – „ნაცმოძრაობამაც“, „გირჩმაც“ და ნებისმიერმა სხვამ, – უნდა დადონ თავიანთი ხედვა იმაზე, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან „თოფიანი ხალხის“ ბოროტად გამოყენება მმართველი ძალის მიერ, ვინც გინდა იყოს ის.

 

გარდა ამისა, ხალხს უნდა აეხსნას, რომ არჩევნების გზით „ოცნების“ მოშორების შემთხვევაში, პრაქტიკულად გამორიცხულია რომელიმე ერთპარტიული ხელისუფლების მოსვლა სათავეში, მათ შორის ნაციონალების. ეს გაცილებით უფრო მეტი გარანტიაა, ვიდრე ნაციონალებმა დღეს რომ დაიგინონ, თავდაცვის ან შინაგან საქმეთა სამინისტროებს ხელს არ მოვკიდებთო (ეგრე მიშა ამბობს, რომ დავბრუნდები, ყვარლელი მევენახე უნდა გავხდეო, რამდენად უჯერებს ხალხი?)“,  – წერს ნოდია.

 

 

 

 

big_banner
არქივი