logo_geo
მაია კახიძე: გილოცავ, ჩემო ძვირფასო ერეკლე!
- +

28 ნოემბერი. 2019. 14:57

 

 

 

ჟურნალისტი და მწერალი მაია კახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ერეკლე საღლიანის იუბილე რუსთაველის თეატრში.

 

გუშინდელი საღამო მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად რუსთაველზე და რუსთაველის თეატრში გავატარე. გზაც თავისუფალი იყო, მადლობა უფალს, და იუბილეც სრული ანშლაგით წარიმართა. უამრავი სტუმარი ეწვია იუბილარს, არც მსახიობებმა დაგვაკლეს ლექსები და არც თავად ერეკლემ. მე, ჩემი მხრიდან ხომ მივულოცე ჩვენ საყვარელ მეგობარს იუბილე, მაგრამ მქონდა სხვა მისიაც. იმის გამო, რომ ბატონი მაქს შავიტი, ოსკარ შინდლერის აკადემიის რექტორი, პროფესორი და ჩემი და ერეკლეს დიდი მეგობარი, საპატიო მიზეზის გამო ვერ მოვიდა იუბილეზე, სწორედ მე მხვდა პატივი, ერეკლესთვის მაქს შავიტის უსათუთესი საჩუქარი გადამეცა, რომელიც სულ ციმციმ მივიტანე თეატრში. ეს გახლდათ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, ჩამოსხმული და მოოქროვილი ესპანურ კერამიკაში, ხოლო თითოეული ნაკვთი დიდი რუდუნებით გამოყვანილი. სამიოდე დღის წინ სწორედ გიორგობა იყო და ბატონმა მაქსმა საგანგებოდ ერეკლესთვის დაამზადა ეს შეუდარებელი საჩუქარი.

 

გვფარავდეს ყველას წმინდა გიორგი.

 

გილოცავ, ჩემო ძვირფასო ერეკლე! მადლობა ამ საღამოს ორგანიზატორებს და უღრმესი მადლობა ბატონ მაქს შავიტს, რომელიც არ ივიწყებს შემოქმედ ადამიანებს“, - წერს კახიძე.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი