logo_geo
ედმონდ მინაშვილი „ნაციონალებს“: არ გაგივათ!
- +

28 ნოემბერი. 2019. 16:25

 

მსახიობი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსებათაგანი პასუხისმგებლობაა, მაგრამ პირველი და უმთავრესი არის პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე... ნუთუ ასე მალე ამოვშალეთ ცნობიერებიდან სახელმწიფოებრიობის და ღირსების ცნება?! ნუთუ აღარ გვახსოვს ეს საშინელი სახეები, რომლებიც დღეს ღირსეულ და ქვეყნისთვის თავდადებულ ოპოზიციად გვევლინება! დაგვავიწყდა?! ვის ხალხნო, ვის ვენდო, გიგა ბოკერიას? გრიგოლა ვაშაძეს? გივი თარგამაძეს? გუბაზ სანიკიძეს? ნინო ბურჯანაძეს? გია ბარამიძეს? ნუგზარ წიკლაურს? ვინმე მაჭუტაძეს? ბაჩუკი ქარდავას? ხატია დეკანოიძეს? ცრუპენტელა უდუმაშვილს? ელენე ხოშტარიას? თინა ბოკუჩავას? შალვა ნათელაშვილს? ნიკა გვარამიას? კუპონა გოცირიძეს? გიგი უგულავას? ვანო ზოდელავას? დათო ბაქრაძეს? გოკა გაბაშვილს? დათო ბერძენიშვილს? თუ აკო მინაშვილს? (როგორ მრცხვენია, რომ მინაშვილია) ვის ვენდო, ამათ?! სააკაშვილის მონებს გავყვე ქვეყნის მართვის სადავეებთან?! რატომ საუბრობენ მთელი საქართველოს სახელით, ერთი ამიხსნას ვინმემ, რატომ?! რა უფლება აქვთ წარსულის პოლიტიკოსებს! როგორც სააკაშვილ იტყოდა: „ჩარეცხილ საზოგადოებას“! პატრიოტიზმის ნიღაბს ამოფარებულ ხროვას! ჰალსტუხიან კრიმინალებს! ერთი სული აქვთ ისევ ხელში ჩაიგდონ ეს საცოდავი და საბრალო ქვეყანა, რომ ბოლომდე გამოხრან და გამოძიძგნონ, შეხედეთ მათ ალეწილ სახეებს, გაბოროტებულ თვალებს, შეხედეთ, როგორ ანთხევენ შურს და ბოღმას, ღვარძლს და სიძულვილს, ყველაფერზე მოაწერენ ხელს, აბსულუტურად ყველაფერზე, ოღონდ დესტაბილიზაცია მოაწყონ ქვეყანაში, მათ სურთ, გულწრფელი პროტესტანტები საკუთარ იარაღად აქციონ მზაკვრული მიზნების განსახორციელებლად!.. ახალი თაობაო, ახალი თაობა ითხოვს ცვლილებებსო! ვინ ახალი თაობა? ნათელაშვილის შვილი? ბერძენიშვილის შვილი? ბურჯანაძის შვილი? თუ მიშა მშვილდაძე და გიგა მაქარაშვილია ახალი თაობა! თუ მიხას მიმდევარი და ფანი ანა ჭარხალაშვილი? ვის გავყვე ბრძოლაში ვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთას?!  როცა კაცი, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ერთხელ მაინც გაწითლებულხართ თქვენ მიერ ჩადენილი ცუდი საქციელის გამო, ეს ძალიან კარგია. ე.ი. სინდისი ჯერ კიდევ არ დაგიკარგავს, მაგრამ ამათ სინდისის შეგრძნება დაბადებიდან დაკარგული აქვთ, ყველას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ, ოღონდ თავისი გაისწორონ, ოღონდ თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში და თუ გინდა ჯანდაბამდე გზა ჰქონია საქართველოს! რატომ, რა დაგიშავათ ამ საბრალო ქვეყანამ, რა! თქვენ ხომ პროვოკატორები ხართ, ანუ წამქეზებელი ბრბო! ჩვენც ვართ ამ ქვეყნის ახალგაზრდები, რომლებსაც გვინდა მშვიდ ქვეყანაში ცხოვრება, გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ვისწავლოთ არჩევნებიდან არჩევნებამდე მისვლა, მოგვწონს თუ არა ხელისუფალი, ის ხალხმა აირჩია და მას აქვს ლეგიტიმაცია, რომ მომავალ არჩევნებამდე მართოს ქვეყანა, ვეთანხმებით თუ არა, მოგვწონს თუ არა, და ა.შ. იმავე საარჩევნო სისტემით დავამარცხეთ და მოვიშორეთ „ნაციონალური ჭირი“ ხელისუფლებიდან, მაშინ, როცა სრული განუკითხაობა იყო ქვეყანაში, მაშინ, როცა ყველა ბერკეტი მათ ხელში იყო, ეცადეს, გაეყალბებინათ, გააყალბეს კიდეც, ყველაფერი ეცადეს, რომ ისევ დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ხალხის ერთობას წინ ვეღარავინ აღუდგება, ვერცერთი დიქტატორი და ვერცერთი მმართველი ძალა, თუ, რა თქმა უნდა, ერთსულოვნებაა საზოგადოებაში, დღეს რა ხდება? ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ცდილობენ, რომ მართვის სადავეები ხელში ჩაიგდონ, მაგრამ ისიც იციან, რომ ჩვენ უფრო მეტნი ვართ, ვისაც მშვიდობა, სტაბილურობა და არჩევნებიდან არჩევნებამდე მისვლა გვწადია! ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდროთ ეს კულტურა ამ ქვეყანაში, თუ გვინდა, რომ შევდგეთ განვითარებულ სახელმწიფოდ, თან ძალიან ბევრნი ვართ, ათიათასჯერ მეტი, ვიდრე დღეს რუსთაველზე დგას!.. თუ ცვლილებებს ითხოვს ხალხი, კარს მომდგარა არჩევნები და ცივილიზებულად მოხდეს, რაც მოსახდენია! ამერიკის პრეზიდენტი არ მოსწონს და მას არ ეთანხმება ქვეყნის მოსახლეობის 85 %, მაგრამ მიტინგებს კი არ აწყობენ, პიკეტირებებს კი არ ჰქმნიან, გადადექის კი არ გაჰყვირიან და ამით საფრთხეს კი არ უქმნიან ქვეყნის ეკონომიკას და სტაბილურობას, არჩევნებს ელოდებიან! ახლა ვიღაცა გამომიხტება და დამიკომენტარებს, რომ საარჩევნო სისტემა შეცვალონ და ისე ჩაატარონ არჩევნებიო, პასუხს აქვე ვწერ: იმავე სისტემით მოიშორა ქართველმა ხალხმა „ნაციონალური კრიმინალები“ პოლიტიკიდან, იმავე სისტემით, თუ ერს იგივე სურს, ვერცერთი საარჩევნო სისტემა ვერ აღუდგება წინ! მაგრამ იციან, რომ არავითარი შანსი არ აქვთ უკან მობრუნების, სხვა რა დარჩენიათ და ცდილობენ რევოლუციური სცენარის განხორციელებას, არეულობას და დესტაბილიზაციას. არ გაგივათ!“ - წერს მინაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი