logo_geo
მანანა გიორგობიანი: წუწაობა ძალის გადამეტება ყოფილა ამ ბანდერლოგებისთვის
- +

28 ნოემბერი. 2019. 21:26

 

 

ფეისბუქმომხმარებელი მანანა გიორგობიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქეეყნებს და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს დარბეულ მიტინგებს იხსენებს. იგი პარალელს ავლებს არსებულ ხელისუფლებასთან და მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს  ცივილიზებული საქციელისთვის, რომ პოლიციელები უძლებენ შეურაცხყოფას და კანონს არ გადადიან.

„დაიშლება აქცია, თუ დაიწყებენ გზის დაკეტვებს, ცეცხლის დანთებას, დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს, გადაკეტავენ მთელ ქალაქს. რა უნდა გავაკეთოთ, სახლში წავიდეთ, დავიშალოთ, დავიძინოთ?! შეშას არ შემოვატანინებთ, არც კასრებს, არ არის ეს ნორმალური. 90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ, ნუ დააბრუნებენ მოსახლეობას. ამბობდნენ, სპეციალურად გვყინავენ, ვუთხარით, რომ შემოეტანათ გენერატორები, დენის გამათბობლები. ვუთხარით, რომ პირიქით, მოგეხმარებით. არა, უნდათ შეშები და „ბოჩკები“, უნდათ ჭიდაობა“, - განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და იქვე დასძინა, რომ პოლიცია დაიცავს ყველა მოქალაქის, მათ შორის მომიტინგეების უსაფრთხოებას.

" ამ ტექსტს ვკითხულობ და მივხვდი, რა მწარედ გამახსენდა ყველაფერი!!!...
ღირსები ხართ, მოვიდეთ და გველებივით დაგიხეთქოთ თავები!!
თქვენ გესმით სადამდე არიან გათავხედებულები?!
შესთავაზეს ცივილიზებულად გათბობა და არაო, "მაიდანი" უნდათ და ხელისუფლებაში მობრუნება, გინდაც "პორტთფელების გაყოფა" იცით, რომელი რეჟიმის წარმომადგენლებს და მიშათმავალ ხლისტებს აქვს პრეტენზია? 7 ნოემბერს დრინებით რომ გვცემეს მოსახლეობა, თავის ტელევიზიებში და ეკლესიაში შევარდნიანად, მამაოები რომ ეფარებოდნენ ხალხს და მაინც ვერ აგდებინებდნენ ცხოველ სპეც-რაზმელებს ხელიდან ადამიანებს..., მომდევნო აქციაზე რომ უკვე თვალები დასთხარეს მომიტინგეებს, დამიზნებით ესროდნენ და რკინის დრინებით სცემდნენ, სპეციალურად ხერხემალში ლეწავდნენ და კიდევ შემდეგ მიტინგზე უამრავი დასახიჩრებულ-დალეწილი, რამდენიმე უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანი .. და ოთხი დაღუპულიდან , ორი რომ სახურავზე შემოგვიყარეს, დენმა დაარტყაო, აი, ამ "თქვენ სისხლს დავლევთ" რომ გვეძახდა ბოკერია და მთელი რუსთაველი მართლა სისხლით მორწყეს, "კარვების ქალაქად არ გადაგაქცევნებთ თბილისსო" - პირდაპირი მნიშვნელობით რომ დაგვარბია უგულავამ, გაქცეულ ხალხს სახლებში უვარდებოდნენ და იქაც გათიშვამდე ურტყამდნენ, "ნულოვანი ტოლერანტობაო"- მიშამ ბრძანა და "ორი გვამიო" ვანო რომ "პოდნოსით" მიართვა -- აი, ეს ხალხი დგას დღეს პარლამენტთან და ორი კაცის ასაყვანად სოფელი რომ დაბომბა პირდაპირი მნიშვნელობით, სადაც ბავშვი ჭკუიდან გადასცდა, უდანაშაულო ხალხიც დაიჭრა , სახლები გადაუბუგეს - აი, ამის შემოქმედი ბარამიძე ლაპარაკობს " ცივი წყლის მისხმის სისასტიკეზე"?! წუწაობა ყოფილა ძალის გადამეტება ამ ბანდერლოგებისთვის, თურმე !!!
(
ჰო, ბანდერლოგები პირველმა მე დავუძახე ნაცებს, ხლისტებიც, მიშა უნიჭო ნუ მპარავს, თავისები მოიგონოს, თუ მაგარია )

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვახტანგ გომელაური, დიდი მადლობა ასეთი ცივილიზებული საქციელისთვის, მადლობა ყველა პოლიციელს ვინც უძლებთ ამდენ შეურაცხყოფას და ზღვარს მაინც არ გადადიხართ... და გმადლობთ, რომ ყოველი შემდგომი დაშლა უფრო სასტიკი და ცხოველური კი არა, პირიქით, უფრო ლმობიერი და უმტკივნეულოა... ჩემი აზრით, ევროპელებზე უფრო ევროპელი მინისტრი გვყავს ჩვენ! შეადარეთ ესპანეთს და საფრანგეთს და მიხვდებით...", - წერს მანანა გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

big_banner
არქივი