logo_geo
„ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას ცდილობს“
- +

3 მარტი. 2017. 18:24



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „რუსთავი 2"-ის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს არაფერი აქვთ საერთო მედიასთან და ტელევიზიასთან. ტელევიზიასთან, რომელიც თავის თავში არა მხოლოდ საინფორმაციო გადაცემებს გულისხმობს.

 

„რუსთავი 2" მუდამ იყო პოლიტიკური ორგანიზაციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიური პროპაგანდის სტრუქტურული ერთეული, რაც ძალიან მარტივად ჩანს არა მხოლოდ საინფორმაციო გადაცემებიდან, არამედ დაწყებული იუმორისტული შოუდან, გაგრძელებული სხვადასხვა ტიპის გასართობი თუ ეკონომიკური გადაცემებით და დამთავრებული ყოველკვირეული „P.S."-ით.

 

ის, რომ „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, აშკარა გახდა იმითაც, რომ პროცესის მართვას არა არხის ხელმძღვანელობა, არამედ „რუსთავი 2"-ის ეზოში „დაცემული ყუთლუ არსლანის" კარვიდან, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭო წარმართავს და ცდილობს მის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას.

 

საზოგადოების ინტერესს ნამდვილად არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკური ძალის აგიტაცია-პროპაგანდის სამსახურის დაცვა. ამიტომ მოვლენების ნებისმიერ განვითარებაზე პასუხისმგებლობა სრულად ამ ორგანიზაციას უნდა დაეკისროს", - წერს გია გაბრიჭიძე.



 

big_banner
არქივი