logo_geo
დავით ოქიტაშვილი: „პრადვინუტებო“! აბა, ერთი კარგად მომისმინეთ!
- +

1 დეკემბერი. 2019. 17:39

 

კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„პრადვინუტებო“! აბა, ერთი კარგად მომისმინეთ! ჩვენ ის ბავშვები ვართ, ვისაც დედები აივნიდან ეძახდნენ - სახლში ამოდიო. ჩვენ ვართ ისინი, ვინც წერილებს ფურცელზე ვწერდით და არა მობილურზე. ჩვენ ვართ ისინი, ვისი მეგობრებიც online-ის ნაცვლად, ეზოში იყვნენ. ჩვენ ვართ ისინი, ვინც ონლაინ თამაშების ნაცვლად დახუჭობანას ვთამაშობდით. ჩვენ ის ბავშვები ვართ, შუქი რომ მოდიოდა და ვყვიროდით მთელი უბანი ერთად. ის ბავშვები ვართ, „დენდი“ რომ გვქონდა. ის ბავშვები ვართ, დონალდოს და ტურბოს „ნაკლეიკებზე“ ჯეირანს რომ ვთამაშობდით და ლიმონათის ნაცვლად „ზუკოს“ ან „ინვაიტს“ ვსვამდით. წრეში ბურთს და ორდროშობანას რომ ვთამაშობდით. ჩვენ ის ბავშვები ვართ, სიყვარული და ზრდილობა რომ გაგვაჩნდა და კიდევ, ის ახალგაზრდები ვართ, სუფრაზე სიმღერიანი და არა ტელეფონიანი ქეიფები რომ გვქონდა. ჩვენ ის ბავშვები ვართ, მობილურები რომ არ გვქონდა და მაინც ვიცოდით, მთელი „სასტავი“ სად იყო. ჩვენ ისინი ვართ, „კერასინკის“ სუნში რომ ვიძინებდით და „გრენდაიზერს“ ვუყურებდით. ლარად „კოკა-კოლა“, ნაყინი, ჩუპა-ჩუპსი, „კევი“ და კიდევ რამე რომ მოგვდიოდა... „სონის“ გაჩითვა სენსაცია რომ იყო და ფეხბურთის თამაშის დროს ბურთის პატრონი არ უნდა გაგებრაზებინა, თორემ მთავრდებოდა თამაში... ჩვენ ვართ ბავშვები, რომლებსაც მუხლებზე შრამები გვაქვს. ჩვენ ვართ ისინი, ვისი ბავშვობაც ძალიან მაგარი იყო.

 

P.S. და რაც მთავარია, მოთმინების უნარი ვიცით, მაგრამ არ ვიცით - როდემდე!“ - წერს ოქიტაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი