logo_geo
ბესიკ დუღაშვილი: შიგადაშიგ ვათვალიერებ სოციალური ქსელის გვერდებს და...
- +

2 დეკემბერი. 2019. 13:30

 

 

 

კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

 

შიგადაშიგ ვათვალიერებ სოციალური ქსელის გვერდებს და...

 

„ზოგი მთავრობას ადანაშაულებს, ზოგი მშობლებს, ზოგი საზოგადოებას და ზოგი სკოლას..

 

კი, ადანაშაულებს, მაგრამ იმ კუთხიდან არა, საიდანაც დანაშაული მოდის!!!

 

საზოგადოება - დამნაშავეა, რადგან ქვეყნის სათავეში ირჩევს მათ, ვინც სახელმწიფო საქმეებს სათოფეზეც არ უნდა გააკარო. ირჩევს იმიტომ, რომ ეშინია, სამსახური არ დაკარგოს! „დედიმისის“ შვილია და პიარაქციებზე ნუ მივა და რამდენიმე ათეულს ნუ მიუყვანს... სამსახურიდან არ დაითხოვენ, მაგრამ ისე გაუხდება საქმე, თავად დაწერს განცხადებას წამოსვლაზე. და რატომ, იცით, ეშინია?.. პროფესიონალი არაა და ეშინია, რაიმე შარში არ გაეხვიოს. აბა, მიდი, სცადე და პროფესიონალს მოსთხოვე, ვერც გაუშვებ, ჩაგიფლავდება საქმე! ჰოდა, ამ სამსახურს მიტმასნილ „ობივატელს“ სულ ცალ წიხლზე ჰკიდია, ვინმე ვინმეს რამეს დაუშავებს თუ არა..

 

ნწ-ნწ-ნწ-ო თავს გადააქნევს და წავა სამსახურში, 9-18 საათამდე რომ უნდა იჯდეს ყუმივით და რასაც ეტყვიან, მორჩილად აკეთოს..

 

მშობელი - რომელმაც მხოლოდ ის იცის, ბავშვს ფოტო როგორ გადაუღოს, რომ „ფეისბუქზე“ ლამაზად გამოჩნდეს... რომ სხვა მის თანატოლებს ან თანატოლების მშობლებს თვალები დაუბნელდეს...

 

ხანდახან მამამაც უნდა წაუძახოს ხოლმე სუფრის თავიდან, „მამა გენაცვალოს ყვ@@@ბში“-ო...

 

მთავრობა - რომელიც ლუკმის მომლოდინე ძაღლივით ხან ჰორიზონტალურად უქიცინებს დონორ ქვეყნებს კუდს და ხან ვერტიკალურად!! დაიგროვებს რამდენიმე ასეულ ათას დოლარს ოფშორულ ზონებში... აბა რა, კარგი სიბერე უნდა... დამპალს!!!!

 

აი, სკოლა კი... ნაკლებადაა დამნაშავე!!

რასაც ვქმნიდით ყველა ერთად, ის მივიღეთ!!!

ერი და ეკლესია გაყოფილი არ უნდა იყოს!!!

შეუშვით სკოლებში მამაოები და ისინი აღზრდიან თქვენს შვილებს!

დააბრუნეთ საქართველოს ისტორია ეროვნული სახით და ის შეუქმნის მათ მომავალს...

თუ არა და...

ვიყოთ ასე და ვიქნიოთ თავები, „ეს რა დაგვემართა“-ო...“ - წერს დუღაშვილი.

big_banner
არქივი