პუბლიცისტი ბაია ამაშუკელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ელჩებს მხოლოდ „ოცნება“, ოპოზიცია და მისი დანამატი „ენჯეოები“ კი არ უნდა შეხვდნენ, არამედ ის ადამიანებიც, ვინც ნაციონალებს ნაწამები, გამწარებული და დარეკეტებული ჰყავდათ. გაახსენონ ელჩებს ციხის კადრებიც და ამათი ჩადენილი სისასტიკეებიც. არასამთავრობო ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ პოლიტიკას ატარებენ საქართველოში. ეგენი სამოქალაქო საზოგადოება არ არიან! შეახვედრეთ რეალური საზოგადოება და მოაზროვნე ადამიანები და არა აქციაზე მდგომი უგუნურები“, - წერს ამაშუკელი.