logo_geo
მანჩო გიორგობიანი: კახა კუკავა, დათო ახრახაძეზე ენა როგორ გიტრიალდება?
- +

2 დეკემბერი. 2019. 13:41

 

მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„კახა კუკავა, დათო ახრახაძეზე ენა როგორ გიტრიალდება, აფხაზეთი ჩააბარაო, კაცმა ცალი ფეხი დაკარგა ბრძოლებში და მაინც უკან შებრუნდა რუსეთის დაგეშილ ძაღლებთან საომრად და შენ რაებს ბოდავ, არ გრცხვენია? ან დათოს რომელ მოთხოვნას არ ეთანხმები?

 

რომ პატრიარქის, ეკლესიის და რელიგიების გინება არ შეიძლება?

 

რომ დამნაშავეა ნაც-რეჟიმი, რომელმაც მართლა ჩააბარა კოდორი და ახალგორი, „ქვის გროვად“ წოდებულ 180 სოფელთან ერთად, რომელიც მუდმივად ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობს და უზარმაზარ ეკონომიკურ ზიანს აყენებს მოსახლეობას, სისხლიანი „რევოლუციონერები“ - მკვლელები, რომლებიც ყველაფერს იკადრებენ ხელისუფლებაში მოსაბრუნებლად - ამათი ლანძღვა-გინება გაგიკვირდა და თავდადებული დათო ახრახაძის დასჯას ითხოვ, რომელიც რამდენჯერმე ჩაცხრილეს ბრძოლის ველზე, იმდენჯერ მკვდრეთიდან აღდგა და უკან მიბრუნდა, ცალი ფეხით მიბრუნდა, გესმის შენ, ცალი ფეხით ფრონტის წინა ხაზზე?!

 

ეროვნული გმირია, სკოლებში უნდა ისწავლებოდეს მისი შემართების ისტორია, სულ რომ რამე ეშლებოდეს, ამბრაზურასავით უნდა ვეფარებოდეთ, ვალი გვაქვს მისი.... შენ კიდევ, რას კადრულობ? კაცი ცამდე მართალია, ამ დროს, შენ და ხათუნა ლაგაზიძე რას ლაპარაკობთ - „საქმე აღძარით, დაიჭირეთო?!“ გრცხვენოდეთ!!!

 

P.S. კორექტულობის დაცვას გთხოვთ, ვიცი, ძნელია, მაგრამ მაინც..“ - წერს გიორგობიანი.

 

 

big_banner
არქივი