logo_geo
ბონდო ქურდაძე: დღეს „შანსის“ დაბადების დღეა!...
- +

2 დეკემბერი. 2019. 13:53

 

 

 

ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს „შანსის“ დაბადების დღეა!......

 

მადლიერებით დავიწყოთ, ღმერთმა გაანათლოს ჩემი უფროსი მეგობრის, რედაქტორის, კოლეგისა და ნიკას ნათლიის, მერაბ ბალარჯიშვილის სული, მისი დამსახურებაა 2 დეკემბერი, „შანსის“ დაბადების დღე(!)...

 

მერაბ, ჩემო მეგობარო, არასოდეს დამავიწყდება შენი დიდსულოვნება, როდესაც გაიგე, პარტიული ფუნქციონალები აფერხებდნენ გაზეთ „შანსის“ გამოშვებას, ის გააკეთე, რასაც სხვა ვერ გაბედავდა... არავის შეთანხმებიხარ, ისე დამითმე შენი გაზეთის, ცხრაასათასიანი ტირაჟის 4 გვერდი... 1989 წლის 2 დეკემბერს გამოდის თავისუფალ გაზეთ „შანსის“ 4-გვერდიანი, ნული ნომერი(!)...

 

წარმოუდგენელი რამ ხდება, გამომცემელი და მთავარი რედაქტორი ხდება ის თავზეხელაღებული ბიჭი, რომელმაც ერთი წლით ადრე, 1988 წლის ნოემბერს, საბჭოთა საქართველოს გაზეთების მასობრივი გაფიცვა მოაწყო....

 

ვამაყობ, რომ ის ბიჭი მე ვარ, და „შანსის“ გვარდია - ჩემი მეგობრები...

ვამაყობ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, ჩემი სახსრებით ვიყიდე საქართველოს მეტროპოლიტენი და უფასოდ ვამგზავრე საქართველოს მოსახლეობა...

 

ვამაყობ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მთელი რედაქცია ფრონტის ხაზე, სოხუმში გადავიყვანე და იქ ვუშვებდი მეგობრებთან ერთად გაზეთს, „შანსი ფრონტის ხაზზე“...

 

ვამაყობ, რომ თავზეხელაღებულ მეგობრებთან ერთად, ქუჩაში ვუშვებდი „ქუჩის გაზეთს“...

 

ვამაყობ, რომ საქართველოს არცერთი ხელისუფლება არ მიმიჩნევდა თავის კაცად...

ჩემო მეგობრებო, ჩემო „შანსელებო“, გული ნუ დაგწყდებათ, კოლეგებს თუ არ ვახსოვართ, ჩვენი მეგობრობა მართალ სიტყვასთან უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი სამთავრობო თუ შემოქმედებითი კავშირების ჩინ-მედლები...

 

ჩვენ მდიდრები ვართ, გულიანები, ნოდარ ტაბიძის სკოლის შეგირდები, თავისუფლების კუნძულიდან, რომელსაც დიდი მაესტრო, „შანსს“ ეძახდა..

 

„შანსელებო“, როცა ჩამოვაღწევ, ერთად შეგკრიბავთ, დედულეთში, ჩემს ახალდაბაში, მტკვრის პირას და აუცილებლად ვიტყვით სიგიჟის სადღეგრძელოს...

ნუ დაიზარებთ, დადეთ კომენტარებში თქვენი ღიმილიანი ფოტოები, ზოგმა ჭიქით, ზოგმაც ჰაეროვანი კოცნით, მინდა, ყველა ერთად გნახოთ...

საღამოს კი, ჩვენებურად, ძველებურად მოვილხინოთ, ონლაინით...

დღეს ხომ ჩვენი, „შანსელების“ დღეა!..“ - წერს ქურდაძე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი