logo_geo
თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი ზაირა (ზაზა) ლებანიძე გარდაიცვალა
- +

2 დეკემბერი. 2019. 14:01

 

ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე ჯგუფში - „მე თბილისი მჭირს, რაც დავიბადე“ პოსტს აქვეყნებს:

 

„სამწუხაროდ, 84 წლის ასაკში თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი ზაირა (ზაზა) ლებანიძე გარდაიცვალა ქალბატონი ზაირა, სოხუმის, მარჯანიშვილის, რუსთავის  თეატრებში მუშაობდა. კარგად მახსოვს ჩემს გოგოობაში მისი როლები, 1975 წლიდან იგი რუსთაველის  თეატრის მსახიობი იყო. თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა 2014 წლის საუკეთესო მსახიობად დაასახელა. ერთ-ერთი უკანასკნელი როლი კი გახმაურებულ სპექტაკლში „მოხუცი ჯამბაზები“ ითამაშა. ყველაზე დიდი პოპულარობა მსახიობს მოუტანა  ტელესპექტაკლმა „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, სადაც ის ელისაბედის როლს ასრულებდა.

 

თქვენთან ერთდ ვუსამძიმრებ ოჯახს, კოლეგებს, რუსთველის თეატრს და ქართველ მაყურებელს“, - წერს კახიძე.

 

 

big_banner
არქივი