logo_geo
ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილს: გილოცავთ იმ უსაზღვრო სიხარულს, რასაც ჩვენებურად ბაბუობა ჰქვია
- +

2 დეკემბერი. 2019. 14:14

 

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შვილიშვილის შეძენას სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავს და წერს:

 

 

„გილოცავთ, ბატონო ბიძინა!!!

 

გილოცავთ პირველ შვილიშვილს და გილოცავთ იმ ბედნიერებას, იმ უსაზღვრო სიხარულს, რასაც ჩვენებურად ბაბუობა ჰქვია. ვიცი, რასაც გრძნობთ ახლა და როგორი ბედნიერი ხართ, ისიც ვიცი, რა სიხარული გელოდებათ წინ ყოველდღე, როცა რწმუნდები, რომ მამასთან ერთად, ბაბუა გახდი და უფრო მეტად გიხარია ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ხდება.

 

ნანახი მაქვს, როგორი ბედნიერები იყვნენ პირველი დღიდან, როცა ბებია-ბაბუა გახდნენ ჩემი მშობლები!!!

 

გილოცავთ, ბატონო ბიძინა და ჩვენებურად დაგილოცავ!!!!

 

ჯანმრთელობა, ტანმრთელობა და უფლის წყალობა არ მოკლებოდეს თქვენს გამბედნიერებელს!!!

 

რაც მე ვერ დაგილოცოთ, ბუნების და მაღალი ღმერთის ძალამ დაგილოცოთ!!!

წმინდა გიორგის ძალა და მარიამის კალთა ფარავდეს მუდამ თქვენს პატარა სიხარულს!!!“ - წერს ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში.

 

 

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ბაბუა გახდა. ყოფილი პრემიერის შვილს, ბერა ივანიშვილსა და მის მეუღლეს ნანუკა გუდავაძეს ბიჭი 29 ნოემბერს შეეძინათ.

 

 

ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი 11 ნოემბერს დაიწერეს. ჯვრისწერის ცერემონია სვეტიცხოველში გაიმართა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი მშობლები გახდებიან, აპრილში გავრცელდა.

 

 

big_banner
არქივი