logo_geo
ირაკლი შონია: წადი შე, თბილისელო კინტო!
- +

2 დეკემბერი. 2019. 15:23

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ასაკით უმცროსს მომიტინგეს ან მიტინგზე სიტყვით გამომსვლელს რა უნდა მოსთხოვო, როდესაც ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი, ასაკოვანი პერსონა ძველბიჭურად და „თბილისურად“ ხავის მუქარით მიკროფონში! აი, მაგალითი არა მარტო მდაბიობის და მეშჩანობის, არამედ სახე სიბერეში წასული ფსევდოპოლიტიკოსისა! ყოვლად სამარცხვინო ასაკოვანი ხულიგანი, რომელიც მუშტებზე იწევს... რა ვუთხარი იმ სპეცრაზმელს, კარგად რომ არ დაგჟეჟა... პრეზიდენტად კი არა, პარლამენტში რა გინდა?! ყველა მიუღებელ ადამიანს მოსკოვის აგენტის იარლიყს რომ აკერებდი, ორი დღის წინ კარგად იჯექი ნინო ბურჯანაძის გვერდით ურცხვად და უტიფრად!

 

თბილისურად გეტყვითო... წადი, შე თბილისელო კინტო!“ - წერს შონია.

 

 

 

big_banner
არქივი