logo_geo
ანიტას საერთო კლინიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა
- +

2 დეკემბერი. 2019. 15:45

 

 

„ჩვენს პაწაწინა გოგოს გუშინ გაუკეთდა ექოსკოპია: განდევნის ფრაქციის მაჩვენებელი ისევ დაბალია: 15-17, მაგრამ, ბავშვის საერთო კლინიკური მდგომარეობა არის გაუმჯობესებული“, - ამის შესახებ ინფორმაციას გვერდის -„ანიტასთვის“ ერთ-ერთი ადმინი ავრცელებს.

 

 

„ჩვენს პაწაწინა გოგოს გუშინ გაუკეთდა ექოსკოპია: განდევნის ფრაქციის მაჩვენებელი ისევ დაბალია: 15-17, მაგრამ, ბავშვის საერთო კლინიკური მდგომარეობა არის გაუმჯობესებული.

 

 

კიდევ ერთხელ ვამბობთ და ვადასტურებთ, რომ ამჯერად ჩვენი პატარა ნამდვილად მზრუნველ ხელებში მოხვდა. ასევე, მოვა დრო და უზარმაზარი მადლობის გადახდა მოგვიწევს ერთ-ერთ ავსტრიელ კარდიოქირურგთან და ტრანსპლანტოლოგთან, რომელსაც მჭიდრო შეხება აქვს საქართველოსთან და თბილისთან და რომლის ჩართულობის და რჩევების გარეშეც ბევრ ძვირფას დროს დავკარგავდით.

ოპერაცია, სახელად „შვრიის ფაფა“.

 

 

დიახ, გუშინ დილას გაიმართა ხელჩართული ბრძოლა მარიკოსა და ანიტას შორის, რომლის მიზანიც ქალბატონისთვის შვრიის ფაფის მირთმევა იყო.

გაიმარჯვა მარიკომ. ბედნიერები ვართ ჩვენც და ყველაც.

ოპერაცია, სახელად „წვნიანი“:

დიახ, გუშინ შუადღისას, გაიმართა ხელჩართული ბრძოლა მარიკოსა და ქალბატონს შორის წვნიანის მირთმევაზე. მარიკო დამარცხებულია, ანიტა გამარჯვებული სახით მიირთმევს პიცას. ჩვენ ესეც გვიხარია, მანამდე, არაფერს ჭამდა საერთოდ.

ახალი კვირა დაიწყო და ვანახლებთ კლინიკების მოძიების პროცესებს, პარალელურად, ველოდებით პასუხებს იმ კლინიკებიდან, ვისაც მანამდე დავუკავშირდით.

ავსტრიის ქართველებო, ყველაფერი თქვენ თუ აჩუქეთ მაგ პრინცესას, ჩვენ რიღათი გავაკვირვოთ.

 

 

#ანიტასისთვის მოფიქრალო ადამიანებო, თქვენი პოზიტიური აზრების და ლოცვის ძალით, ვიმედოვნებთ, რომ ამ კვირაში უფრო მეტი კარგი ამბავი გვექნება მოსაყოლი“, - წერს გვერდის ადმინი.

 

big_banner
არქივი