logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე თბილისში, ჩემოდნები გახსნა ზურამაც
- +

3 დეკემბერი. 2019. 01:46

 

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს.

ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე თბილისში, მაგრამ ერთადერთიიი, რომელიც ცნობილი კოლექციონერის - ირინას სათამაშოებითაა მორთული, სათამაშოები, რომლებიც მრავალი წელია ყუთებში ელოდნენ ამ დღეს, რომ ერთხელაც იქნებოდა საახალწლოდ გამომზეურდებოდნენ. ახლა მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე ბოლო დეტალებს ასწორებს და ზურა შევარდნაძის "გარდენიაში" სრული სასწაული ელოდება მნახველებს!!!

წელს, საახალწლოდ, აქ არ იქნება მწვანე ნაძვის ხე, არც წითელი სათამაშოები და არც ბრჭყვიალა ფერები, აი, ასეთი ჩალისფერი, უფრო იდუმალ, უბრალოდ ძვირფას და საკრალურ იერს მიცემს სილამაზეების შექმნის პაგანინს, მებაღე ზურა შევარდნაძის ნახელავებს. წელს ეს განწყობა ირინას სათამაშოებმაც მოიტანა, კოლექციაში ყველაზე ძველი გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების სათამაშოა, ყველას თავისი ისტორია აქვს, ყველა ძალიან უყვარს ირინას და ბედნიერია ტოტებზე ჩამოკონწიალებულებს რომ ხედავს!!! ჩემოდნები გახსნა ზურამაც, მისი ბავშვობისდროინდელი, ბებიების და მშობლების ნაქონი სათამაშოები ამოალაგა, სუყველა სათითაოდ ახსოვს, საიდან მობრძანდებიან, რა ვისი და რისი სახსოვარია...

ხვალიდან 29 დეკემბრამდე, გარდენიაში, საახალწლო ამბები იწყება, გვირგვინების და ხელნაკეთი მოსართავების შეძენა 10 საათიდან 6 საათამდეა შესაძლებელი და კიდევ ჯადოსნური ნაძვის ხე, რომელსაც ამაღამ მაბაღე მისებურად მოაკრუჭუნებს და ნამდვილ საახალწლო გუნებაზე დაგაყენებთ!!

ხალისიანი საახალწლო სამზადისი გქონოდეთ ჩემებო და ყველავ, სიყვარული, ბედნიერების მოლოდინი და სტიმული არ მოგკლებოდეთ!“, - წერს ნინო კვაჭანტირაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი