logo_geo
„მიხვდით, რატომ იკლავენ თავს?“ - რა ოდენობის ხელფასს იღებენ ოპოზიციის ლიდერები ბიუჯეტიდან?
- +

3 დეკემბერი. 2019. 12:55

 

რეჟისორი და ბლოგერი გუჯა შვანგირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

 

„კარგი, ჩემო ბატონო, სხვანაირად ვიტყვი მაშინ...

 

უფრო სწორად, ჩემს მაგივრად ციფრებმა ისაუბრონ, რომ მივხვდეთ, თუ რა ხდება რუსთაველზე და საერთოდ მივხვდეთ, თუ რა არის ქართული პოლიტიკა.

 

„ეროვნული ფორუმი“, ხომ გახსოვთ ასეთი პარტია? როგორ არ გემახსოვრებათ, მისი ლიდერი დღეს ანეკდოტების ტოპ-ათეულშია. და სულ ტყუილად, ხელფასი რომ იცოდეთ მისი, დიახ, ხელფასი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანეკდოტის გმირი ის კი არა, ჩვენ გამოვალთ...

 

რამდენი აქვს და 21000 ლარი.

 

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი რას მოძრაობს ასეთს, არ ვიცი, მაგრამ 30000 ლარს კი იღებს, და ისიც ბიუჯეტიდან. პარტიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელფასი, 27500 ლარი ყოფილა. დარღვეულია გენდერი აშკარად. მაგრამ „საქართველოს ევროპული დემოკრატების“ უფროსს 42000 ლარი ჰქონია, ალბათ იმიტომ, რომ ევროპულია მაინც. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ დირექტორი, 12500-ლარიანია თვეში. დაჩაგრეს აშკარად, ე.დ.პ -ს გენმდივანი - 7500; „ახალი მემარჯვენეები“, – 8250 ლარი. სემიჩკის ფულია, ხომ? ლეიბორისტების ლიდერი, პატივცემული შალვა, 12386-ლარიანია ყოველთვიურად. „მოძრაობა სამართლიანი საქართველოს“ უფროსს სამართლიანობაში 4000 ლარი მიაკუთვნეს. „საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ ხელმძღვანელს სტაბილურად უხდიან 12750 ლარს, და რა კონსერვისთვის - „ჩორტ ევო ზნაეტ“.

 

და აბა, ახლა მოემზადეთ, დასხედით, თუ დგახართ. „მრეწველობა გადაარჩენს საქართველო“ 56875-ლარიანი ყოფილა თვეში, წარმოიდგინეთ, მართლა რომ გადაარჩინოს ტყემალაძემ მრეწველობა, რამდენს მოითხოვს ხელფასს?

 

„ნაცმოძრაობის“ ადმინისტრაციის უფროსს 18000 აძლევენ ხელზე, რესპუბლიკელების მთავარ უფროსს - 16800 ლარს და „ოცნების“ ამბები გითხრათ? გავაგრძელო?

 

რაღა გავაგრძელო, მიხვდით, ხომ? ყველა პარტიას, რომელიც კი ოდესმე იყო პარლამენტში, „პაჟიზნენი“, დიახ, სიცოცხლის ბოლომდე, ხელფასი აქვს გამოწერილი და მას მე და თქვენ, ჩვენი ჯიბიდან ვიხდით.

 

და ახლა გასაგებია, ხომ, რატომ იკლავენ პარტიები პროპორციული არჩევნებისთვის თავს?

 

ეს კია ალბათ, გასაგები, მაგრამ თქვენ რატომ იკლავთ თავს პარტიებისთვის, მომკალით და არ მესმის“, - წერს გუჯა შვანგირაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი