logo_geo
რატომ ვხდებით სულგრძელები იქ, სადაც ამას არც მოითხოვენ და თან არც სჭირდებათ...
- +

5 დეკემბერი. 2019. 14:28

 

ფეისბუქ-გვერდზე - „კინო პოეზია / Movie Poetry“ შემდეგი სახის პოსტი ქვეყნდება:

 

– რა ღირს კვერცხი? ჰკითხა ქალმა.

 

– 5 ლარი 10 ცალი! უპასუხა მოხუცებულმა გამყიდველმა.

 

– 15 მომეცი 5 ლარად და წავიღებ, თუ არა და, არ მინდა!

 

– კარგით, წაიღეთ, დღეს ვერაფერი გავყიდე ჯერ...

 

ქალმა გამოართვა ლამაზად ჩალაგებული კვერცხები და მანქანისკენ გაეშურა გამარჯვებული სახით. მოგვიანებით რესტორანში წავიდა თავის მეგობართან ერთად, 90 ლარის შეუკვეთა, უამრავი საჭმელი ხელუხლებელი დატოვეს, გადახდისას 100-ლარიანი მიაწოდეს, ხურდა დაიტოვეო, თავი გამოიჩინეს...

 

ეს ინციდენტი შეიძლება სასიამოვნოა რესტორანის მფლობელისთვის, მაგრამ მტკივნეულია მოხუცებული გამყიდველისთვის...

 

რატომ ვცდილობთ ძალაუფლების წარმოჩენას, როცა გაჭირვებულიდან რაიმეს

ვყიდულობთ?

 

რატომ ვხდებით სულგრძელები იქ, სადაც ამას არც მოითხოვენ და ეს არც სჭირდებათ?..“  - აღნიშნულია პოსტში.

 

 

 

 

big_banner
არქივი