logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: 2020 წელსაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობა იქნება!
- +

9 დეკემბერი. 2019. 11:43

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„წამოიკიდეს!

 

ბოკერია-ვაშაძეები კი მოწონებას ვერ მალავენ და უკანაც ვეღარ დაიხევენ!

 

შედეგი:

 

2020 წელსაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობა იქნება!

 

მოკლედ, კონსტიტუციის ფარგლებში რჩებიან, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების ვადები გაშვებულია. პარლამენტის კომიტეტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებას მაჟორიტარების არჩევის წესთან დაკავშირებით.

 

მთავარი ის არის, რომ „ოცნებას“ არ შეეზღუდება, პროპორციულად არჩეულებს დაუმატოს მაჟორიტარულად არჩეულები.

 

ოპოზიცია დაეთანხმა კობახიძეს, რომ გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია.

 

ახლა ოპოზიცია ცდილობს, გამარჯვება გაიფორმოს, მაგრამ ეს სისულელეა. რამდენკაციანი სიაც უნდა გააკეთონ, „ოცნება“ მაჟორიტარების ნახევარზე მეტს თუ არა, ნახევარს მაინც გაიყვანს, რაც საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის საშუალებას იძლევა პროპორციულად არჩეულებთან ერთად.

 

  1. S. რამდენიმე დღის წინ დავწერე, ყველა ივანიშვილის გეგმის ნაწილია-მეთქი. ახლაც ყველაფერი მისი გეგმით მიდის. ეს ტუტუცები კი მაჟორიტარების ოფისების წინ ჰიმნს მღერიან“, - წერს მძინარაშვილი.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი