logo_geo
მარინა გაბუნია: კითხვას ნუ დაიწყებთ, ბოლომდე წაკითხვა თუ გეზარებათ!
- +

9 დეკემბერი. 2019. 23:54

 

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მიერ სახელმწიფო გადატრიალება - შეთქმულების ბრალდებით გასამართებული, ყოფილი მოსამართლე, ამჟამად ადვოკატთა ასოციაციის წევრი - ადვოკატი, მარინა გაბუნია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.


"ამ პოსტის კითხვას ნუ დაიწყებთ, ბოლომდე წაკითხვა თუ გეზარებათ!

 

ეს პოსტი ეხება მათ, ვინც არ იცის რა არის მადლიერების გრძნობა, ან არ შეუძლიათ საჯაროდ ამისი გამოხატვა (როგორც მე ) , ან საერთოდ არ თვლიან, რომ საჭიროა ეს გრძნობა გამოხატო !!!!!

 

უეცრად "გამინათდა" გონება და მივხვდი, რომ მომბეზრდა, დამღალა ამ "ცხრაწლიან რეჟიმზე" ლაპარაკმა და წერა-კითხვამ!
ვფიქრობ, ამ თემაზე საუბრით ნერვებსაც ვუშლით ერთმანეთს, ამიტომ ხომ არ სჯობს, ის ავხსნა, რატომ უნდა გადავუხადო მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ავხსნა, რატომ მიყვარს ეს კაცი!!!!


ვიცი, ყველას გააკვირვებს ჩემი ეს პოსტი - მე ხომ არანაირი სიკეთე არ მიმიღია ამ მთავრობისაგან ....პოლიტპატიმრადაც კი არ ვარ აღიარებული ( როცა სხვები აღიარეს , მე დატოვებული მქონდა საპატიმრო ). იფიქრებთ, რა ხდება, რამ გადარია ეს ქალი, რა მადლობებს უხდის ამ კაცს, რა გაუკეთაო, მაგრამ ასე არ არის! მარტო მე კი არა, ყველა ჩემი თანამოაზრე ასე ფიქრობს. 

 

ამ პოსტს და ჩემი მხრიდან მადლიერების გრძნობის გამოხატვის სურვილს ვერ მიხვდება (და შევთხოვ უფალს, ნურასოდეს გამოცდიან) მხოლოდ ის, ვისაც არ გამოუცდია ის, რაც გამოსცადა ია მეტრეველმა, ჯამბულ და გულიკო გამცემლიძეებმა, ვაზაგაშვილებმა, გირგვლიანებმა (თუ ვინმე გამომრჩა მომიტევეთ) და უამრავმა ოჯახმა! ამას ვერ გაიგებს ის, ვინც ვახტანგ მაისაიასავით, გიორგი აბდალაძესავით ჯაშუშად არ იყვნენ შერაცხულები, ციცინო ხარაბაძესავით ბენზინით არ დაგიწვავთ თავი და სიცოცხლე არ ჩაგიყენებიათ საფრთხეში (ამათთან ბრძოლის გამო დასაჯეს სხვადასხვა ხერხებით), ამას ვერ გაიგებს ის, ვინც ოჯახს მოცილებული უკანონოდ, ყოვლად დაუსაბუთებელი განაჩენებით არ ისხდნენ საპატიმროებში ჩემსავით გადატრიალება-შეთქმულების მუხლით და დღესაც სამართლის მოლოდინში არ არიან!!!!

 

რატომ მაქვს სურვილი მადლობა გადავუხადო ამ კაცს? - იმიტომ , რომ "დიდი ჭირი" მოგვაშორა და დამიჯერეთ, ეს ხალხს არ გაუკეთებია, ეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა!!!!!!!


და თუ ეს ასე არ არის, მაშინ გამეცით პასუხი კითხვაზე - რატომ ვერაფერი გააკეთა იმ 200 000 -მა ადამიანმა 2008 წელს იპოდრომზე რომ იყო შეკრებილი? - იმიტომ რომ ლიდერებმა ვერ შეძლეს საქმის ბოლომდე მიყვანა!!!!!!

 

ბიძინა ივანიშვილმა კი შეძლო ეს!!!!

 

მადლობა მას ამისთვის !!!!!!!!

 

ფული ? - არაააა ! ფული სხვასაც ჰქონდა (პერსონალიებზე საუბარი არ მინდა), მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მსგავსად პირისპირ, უშიშრად, ხმამაღლა არ დაუდგა მიშა სააკაშვილის მთავრობას და არ გაუშვა პოლიტიკურ სანაგვეზე!


ბიძინა ივანიშვილი დიდი რისკის ფასად, მთელი ოჯახით გადმოსახლდა საქართველოში და წინ აღუდგა იმ ძალას, რომელიც მიუხედავად უამრავი მცდელობისა, ვერავინ ვერ დაამარცხა!

 

რატომ ვუხდი მადლობას? რატომ ვერ გაიგებთ ყველა? - იმიტომ, რომ 13 წლის შვილის წინ არ დაუკავებიხართ "სოდის" (იმდროინდელ სუსის) 30 თანამშრომელს და არ დაუდიათ ბორკილები ხელზე (რა მოუხერხებელია იცით, ხელს რომ ვერ ხმარობ, შვილს რომ ვერ ჩაიკრავ გულში) ... ამ 30 პოლიციელს ყირაზე არ დაუყენებია თქვენი სახლი ჩხრეკის დროს.

 

 

24 დეკემბერს, ახალი წლის წინა დღეებში "მოდულის" ჯურღმულში არ გაგიტარებიათ 3 დღე და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მოსასულიერებლად რომ მოჰყავდათ, ავიწყდებოდათ ექიმებს რომ ცუდად ვიყავი (ტრომბის საშიშროება იყო რამდენჯერმე ) და ისეთ პატივისცემას გამოხატავდნენ, გული სიამაყით მევსებოდა ....ვაიმე, ეს თქვენ ხართ, მეკითხებოდნენ ... მე კი მათ ვეკითხებოდი, გელბახიანი, ბადრი პატარკაციშვილი ხომ არ დაიჭირეს? რა ხდება? რა ვითარებაა? ..... მათგან გავიგე პირველად, რომ გელბახიანი უკვე საზღვარზე იყო გადასული და სამშვიდობოს ბრძანდებოდა, ბადრი პატარკაციშვილი ისედაც ვიცოდი, რომ ლონდონში იყო ....


ახლა ის იკითხეთ, "მოდულის" თანამშრომლები - ის ვაჟკაცი პოლიციელები, როგორ მექცეოდნენ - მთელ ფლიგელში (უზარმაზარი ტერიტორია თავისი საკნებით) მარტო ვყავდი ვანო მერაბიშვილს "ჩაკეტილი" ... პოლიციელების დამსახურებაა, რომ მე იქვე გული არ გამისკდა, მათ გადამატანინეს ის უმძიმესი სამი დღე - ძალით მაჭმევდნენ თითო ლუკმას (არ ვჭამდი არაფერს), ძალით მასმევდნენ წყალს, წამალს, თვითონ მიგებდნენ საწოლს (ნარს) , არ მიკეტავდნენ კარს, რომ მოეყურადებინათ, ცუდად არ გავმხდარიყავი, თავის გამათბობელს მე მიდგამდნენ საკანში (ჩვენ არაგვიშავსო) ...თუ დამიჯერებთ, ის სამი დღე, პალტოთი ვწვებოდი (ზიზღიანი ვარ და არ შემეძლო.....), თუმცა სულ ახალი თეთრეული მოჰქონდათ, მაგრამ, მაინც...

 

არ ჩამჯდარხართ იმ მანქანაში, რომლითაც 26 დეკემბერს მატროსოვზე გადამიყვანეს (ისეთი დანჯღრეული მანქანა იყო, გზაში არ გაფუჭდეს- თქო ვფიქრობდი....რა მაცინებს, გეთანხმებით), აი, იმ მანქანაშიც არ იმალებოდით, რომ არავის დაენახეთ (საშინელი გრძნობაა...), ახალგაზრდა პოლიციელ ბიჭს არ დაუმშვიდებიხართ - არ ინერვიულოთ, მალე გაირკვევა ყველაფერიო ....!

 

მერე "მატროსოვზე " მთელი საპატიმროს თანამშრომლებს არ მოუწყვიათ "დახვედრა", დაწესებულების დირექტორის კაბინეტში (მედიკო ალანიას) არ მომხდარა მსჯელობა, თუ რომელ საკანში მოვეთავსებინე დაწესებულებას, სად უფრო კარგად "გამშიფრავდნენ" ვინ ვიყავი - ადვილად დასამორჩილებელი და მშიშარა თუ უშიშარი და ძლიერი!

 

რამდენიმე დღეში "სამარტოვო" საკანში არ აღმოჩენილხართ! შვილისთვის საკანში არ გიჭმევიათ სადილი (ენატრებოდა ჩემი გაკეთებული ...ნებადართული მქონდა, მოვითხოვე), განერვიულებული ქმარი იქით არ დაგიმშვიდებიათ, ციხის ტელეფონით არ მოგისმენიათ შვილის ტირილი, ციხის "ვახტიდან " შვილის კივილი (არ დავტოვებ დედასო) რომ არ გამეგო, თქვენ მეუღლეს პირზე ხელი არ აუფარებია მისთვის, შვილის ნახვის მერე ერთი კვირა ლოგინად არ ჩავარდნილხართ, არ დაწოლილხართ იმის "ოცნებით", რა მოხდება, ცოცხალი ვერ გავიღვიძო და დავისვენო ამ ყველაფრისგანო .. და ბოლოს, ასეთ პოსტებზე შვილისა და ქმრის დაბლოკვა არ დაგჭირვებიათ .....დაგინდობთ, მეტს აღარ გავაგრძელებ და გისურვებთ ეს ყველაფერი, არც თქვენ და, არც თქვენს ახლობლებს, არასოდეს გამოეცადოთ !!!!!!!!

 

ციხიდან გამოსვლას, რომ ველოდებოდი, გოგონა ბაკურიანში გავამგზავრებინე, მეშინოდა ...დადებითი ემოციები არანაკლებად საშიშია! ვერ გეტყვით, რა რეაქცია ჰქონდა, როცა ტელეფონით დაველაპარაკე. ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და ძლივს დაუმშვიდებიათ... არაფერი უკვალოდ არ ქრება, მიუხედავად იმისა, რომ საოცრად კარგი შვილი მყავს, მაინც მაშინდელმა ნერვიულობამ ბავშვზე იმდენად იმოქმედა, რომ თუ რამდენიმე საათი არ იცის სად ვარ, დღესაც მეძებს.

 

წავიდა სააკაშვილის მთავრობა, გადასახლდა პოლიტიკურ სანაგვეზე, მაგრამ 7 წელია სამართალს დღესაც ველოდები, არავის ვეჩხირები თვალში, ქვეყანაში ამდენი პრობლემაა, რა დროს ჩემი განაჩენის გაუქმებაზე ფიქრია.... მაგრამ ადვილი არ არის 12 წელი სახლში ჯდომა, არარეალიზებული ყოფნა!

 

მიუხედავად ყველაფრისა (ის რაც მსუბუქად მოგიყევით), ერთი რამ მანუგეშებს, რომ აღარასოდეს განმეორდება ის ავბედითი დრო - რეპრესიები და ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება!


კიდევ ერთხელ მადლობა მას ამისთვის და თქვენ, ვინც ასე არ ფიქრობთ, ვინც არ იცით თავისუფლების ფასი, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობა (გაგებედათ მიშას დროს მიშას ლანძღვა), იქნებ დაფიქრდეთ ჩემს ნაამბობზე, შეადაროთ მიშა და ბიძინა და დააფასოთ ის, ვინც ასე დასაფასებელია და მოვრჩეთ წუწუნს, რომ თურმე, რაღაცეები არ მოგვწონს !!!!!!!!!!

 

კი, უამრავი რამ არ მომწონს, მაგრამ იმდენად ბევრია სიკეთე, ბოროტება ვეღარ გაიმარჯვებს !

 

მადლიერების გამოხატვა დიდი სიამოვნება ყოფილა.... არ უნდა დამეკარგა ამდენი დრო", - წერს მარინა გაბუნია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი