logo_geo
დარეჯან ლიპარტელიანი: გიორგი ვაშაძეს უფრთხილდით, ოპოზიცია, თორემ, ისე დაიღუპებით ყველა, როგორც...
- +

10 დეკემბერი. 2019. 16:00

 

 

 

საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივნიუსის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნაციონალური მუქარის აჩრდილი დადის ჩვენს ქალაქში, აჩრდილი გიორგი ვაშაძისა... თურმე, ეს ჰიტლერის შთამომავალი ქმნის, იმ ბანდ-ფორმირებებს, რომლის შედარება „მხედრიონთან“, უბრალოდ, დიდი მკრეხელობა, დანაშაული და შეურაცხყოფაა, იმ მებრძოლი ბიჭების სულის წინაშე, ვინც სამშობლოსთვის თავი დადო და სიცოცხლე შესწირა... „ნაციონალებსა“ და გიორგი ვაშაძეს, სამშობლოსთან, კაცობასთან და ქვეყნის სიყვარულთან, მართლა არაფერი ესაქმებათ... ვაშაძე და ძმანნი მისნი, ნინო ბურჯანაძის ჯერ არარსებულ იმიჯს ცოტა ხნის წინ ჩაეჭიდნენ და ჰგონიათ, რომ 2003 წლის პოლიტიკური სცენარი ქვეყანაში კვლავ გამეორდება... იყო დრო, როცა ბურჯანაძის იმიჯს, მართლა ჩაება ზურაბ ჟვანიას „დემოკრატები“ და შეიქმნა „ბურჯანაძე-დემოკრატების“ პოლიტიკური ბლოკი. მაშინ ბურჯანაძის რეიტინგი, სიმართლე უნდა ითქვას და, ზენიტში იყო, ახლა კი ვიცით ყველამ, რა ფსკერის ფსკერზეც ხოხავს... მოკლედ, ის, რაც იყო, არასდროს გამეორდება და პოლიტიკური გვამების გაცოცხლების მცდელობა, დიდი ალბათობით, კრახით დასრულდება...

 

იმ თვალებდაყვლეპილმა ვაშაძემ კი, რა ტიპის რაზმიც არ უნდა შექმნას, თუნდაც თავისნაირი ჰუმანური კაცებისგან შემდგარი, ამ ჯგუფს მონიტორინგისა და იდენტიფიკაციის ჯგუფი კი არა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი, სისასტიკით გამორჩეული სადამსჯელო ჯგუფი ერქმევა, რომლის მიზანი ხალხში, მხოლოდ შიშის დათესვა იქნება... ვაშაძისა და „ნაცების“ ერთობლივი, ფაშისტური ზრახვები კი, სავარაუდოდ ასეთი შედეგით დასრულდება... ოპოზიციის უმეტესობა, ციხეში სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით დამხობის ბრალდებით მოხვდებიან და ღირსნიც იქნებიან, ის ორლულიანი გუბაზა სანიკიძე, თავის ბოქლომიანი გიგი უგულავათი, ციხეში ამოლპეს... სავარაუდოდ, გადარჩება მხოლოდ ერთი, ყველაზე გოთვერანი, ყველაზე მამაძაღლი და არაკაცი გიორგი ვაშაძე... რატომ?.. იმიტომ, რომ ზემოთ პატრონი ჰყავს და იმიტომ, რომ მოღალატეა თავის შინაგანი ბუნებით... მოკლედ, ისეთია, როგორიც არ უნდა იყოს ნამდვილი კაცი...

 

გიორგი ვაშაძეს უფრთხილდით, ოპოზიცია, თორემ, ისე დაიღუპებით ყველა, როგორც დაიღუპნენ თავის დროზე იგორ გიორგაძის მომხრეები და ფანები, ზოგი რომ მოკლეს, ზოგი რომ ამოწყდა დედა-ბუდიანად და ციხეში ჩალპა-დაავადმყოფდა, მხოლოდ იგორა გიორგაძეა, დღესაც რომ ბედნიერად ცხოვრობს მოსკოვში და ტკბება ცხოვრებით... აი, ასე მოხდება, დიდი ალბათობით დღესაც... ვაშაძე შემოაგდებს იდეებს, ამ იდეებს შეეწირება ყველა და ვაშაძე, როგორ ყოველთვის, მშრალად გამოვა, ამღვრეული წყლიდან... ჰოდა, გიორგი ვაშაძე გახდება, მეორე იგორ გიორგაძე, ოღონდ არა ძებნილი, არამედ, ლაღი და თავისუფალი და თანაც, შესაშური იმიჯით... მილიონერი ცოლის ბიძის საყვარელი სიძე...

 

უუხ, შე ნაბიჭვარო!“ - წერს ლიპარტელიანი.

 

 

 

 

big_banner
არქივი