logo_geo
გოდერძი შარაშია: წავიდა იქ, სადაც ყველა მიდის...
- +

11 დეკემბერი. 2019. 13:06

 

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„წავიდა იქ, სადაც ყველა მიდის. ვიცოდი, რომ ოდესმე წავიდოდა, მაგრამ ასე თუ მეტკინებოდა, არ მეგონა.

 

ჩემი არავინ იყო, ადრე „იმედის გმირებში“ გადავიღე და მერე მასთან დავრჩი, დავრჩი და მალევე აღმოვაჩინე, რომ მასაც მოუნდა ჩემთან ყოფნა. თუ ყოველი კვირის ბოლოს არ მივაკითხავდი, დარეკავდა, არაფერი, ისე მოგიკითხეთო, იტყოდა.

 

ბევრი თქვენგანი მას იცნობთ, ბევრჯერ შეგაწუხეთ მის დასახმარებლად. ერთხელ ინგა გრიგოლიამ შეშის ღუმელი აჩუქა, თაკო ფხაკაძემ - საწოლი, ნინო გაბრიაძემ -ტელევიზორი და მერე სულ ამაზე რეკავდა, რატომ შეაწუხეო. ბევრი ფულს და ტკბილეულობას მატანდა მასთან, ასაკს განიცდიდა და ამიტომ ხშირად სტუდენტები დამყავდა და ისიც ასწავლიდა და არ იღლებოდა საუბრით. შარშან ჩემი მეგობრები წავიყვანე ახალ წელს და გურული სიმღერები უმღერეს. მერე დამირეკა, კიდევ მოვიდნენო. მოკლედ, ისტორია დიდია, ეს იურა ბარამიძეა - დოკუმენტური კინოს ოპერატორი, ლეგენდა, დიდი რეზო თაბუკაშვილის ფილმების ოპერატორი და მიშა ხერგიანის ფილმების ავტორი. ეს ის იურაა, რომელიც სახლის სარდაფში ინახავდა იტალიიდან ჩამოსვენებული მიხეილ თამარაშვილის ნეშტს.

 

წავიდა, აბა, არ წავიდოდა?

 

ჩემთვის ისეთი დარჩება, როგორიც ამ ფოტოზეა, მე ის ძალიან მიყვარდა“, - წერს შარაშია.

 

 

 

big_banner
არქივი