logo_geo
დარეჯან მეფარიშვილი: ეს რომ სალომე ზურაბიშვილს გაეკეთებინა, რა ამბავი ატყდებოდა, წარმოგიდგენიათ?
- +

11 დეკემბერი. 2019. 13:22

 

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„მე კი ძველი ამბავი გამახსენდა: მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა მიშამ გაიხადა ფეხსაცმელი. გვერდით კახა თარგამაძე ეჯდა. ფეხის სუნიაო, - ატეხა ერთი ამბავი და ამასობაში ბაბუმაც დაინახა ცალ ფეხზე ფეხსაცმელგახდილი იუსტიციის მინისტრი. დაუძახა, მიშა ადგა, წესიერად ვერ ჩაიცვა ფეხსაცმელი სიჩქარეში, გაჩლატუნდა „მოედნის“ შუაგულში და ფეხსაცმელმა შეაწუხა, გაიხადა და ჩაიცვა...

 

ჰოდა, სად იყო ანგელა, „ჩვენი მაღალი“ რომ იხდიდა - 100 ნაბიჯით უსწრებდა ევროპას, მაგრამ დავაფასეთ? არა.

 

P.S. ისე, ეს რომ სალომე ზურაბიშვილს გაეკეთებინა, რა ამბავი ატყდებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ? მე - კი.

 

გერმანელებმა რაო, ნეტავ, აცვეს ჯვარს „ნადზორი?“

 

ისე, პუტინიც რა არხეინადაა წამოწოლილი...“ -  წერს მეფარიშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი