logo_geo
გიორგი კეკელიძე: ოკუპაციის ხაზთან მივდივარ არა მხოლოდ ვაჟა გაფრინდაშვილის, არამედ ჩემი, შენი და მისი თავის გამოხსნის მოთხოვნით
- +

14 დეკემბერი. 2019. 13:27

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დავაკლოთ ჩვენს ასაწყობ ნაძვის ხეებს ერთი სათამაშო და ამ ცარიელ ადგილს ერქვას „თავისუფლება“.

 

1) ცხადად გამოჩნდა, რომ მტრის წინაშე პირში წყლის ჩაგუბებით, ეს წყალი საწამლავად იქცევა, ვყლაპავთ და ჩვენვე გვწამლავს. მტერი ამას არ „გვიფასებს“ და „სასამართლომ“ გუშინ მკაფიოდ შემოგვითვალა: „ეგ თქვენი დუმილი ჩვენ არ გვესმის, ყრუ ვართ და ულმობელი“.

 

2) მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ საქართველოში სხვა დანარჩენი მილიონებისთვის თითოეული ადამიანი დგას სამყაროს ცენტრში და ეს ცენტრი იქ ინაცვლებს, სადაც ის ადამიანი იტანჯება.

 

3) მსოფლიომ და მათ შორის ჩვენც უნდა დავინახოთ - თავისუფლება არის მთავარი ნიშანი ადამიანად ყოფნის უპირატესობის და ეს უპირატესობა სხვა ადამიანის უსამართლო პატიმრობის წაყრუებით არ უნდა დავთმოთ.

 

4) ხვალ, ოკუპაციის ხაზთან დგომა, არის ერთადერთი გზა ქართული გახლეჩილი საზოგადოების გადარჩენის, იმის ხმამაღლა თქმის შესაძლებლობა, რომ იქ სადაც ადამიანის და სამშობლოს თავისუფლების საკითხი დგას, იშვიათად, მაგრამ მაინც შეგვიძლია გაერთიანება.

 

5) ხვალ, ოკუპაციის ხაზთან, მე მივდივარ არა მხოლოდ ვაჟა გაფრინდაშვილის, არამედ ჩემი, შენი და მისი თავის გამოხსნის მოთხოვნით“, - წერს გიორგი კეკელიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი