logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: ჩვენს სკოლებს უპირველესად ადამიანები სჭირდება და მხოლოდ შემდეგ - საგნების მასწავლებლები
- +

14 დეკემბერი. 2019. 14:54

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებლებს უპირველესად პედაგოგობა უნდა ასწავლონ და მერე გამოსცადონ საგნების ცოდნაში.

 

დეტალები არ ვიცი და ინფორმაციების საფუძვლიანად გაცნობამდე თავს უფლებას ვერ მივცემ, უაპელაციოდ შევაფასო, რა მოხდა, მაგრამ დიდი ხანია, დავრწმუნდი, რომ ჩვენს სკოლებს უპირველესად ადამიანები სჭირდება და მხოლოდ შემდეგ - საგნების მასწავლებლები.

 

განათლების და მეცნიერების სამინისტრომ სერიოზულად უნდა იფიქროს და უკვე მომავალი სასწავლო წლისთვის აღადგინოს უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელი, სადაც პედაგოგის ხელოვნებას დაეუფლებიან, უკვე გამოცდებჩაბარებული საგნების მასწავლებლები კი პედაგოგებად გადამზადდებიან - 4-წლიანი ბაკალავრიატის შემდეგ 2 წელი მაგისტრატურაში სწორედ პედაგოგისთვის აუცილებელ თვისებებს შეიძენენ, მოზარდის ფსიქოლოგიას შეისწავლიან, საგნის გადმოცემის უნარებში დახელოვნდებიან და მეტყველებასაც გაიუმჯობესებენ.

 

ჩვენ განათლებული მომავალი თაობა, განათლებული ადამიანები გვჭირდება, ადამიანებად კი მხოლოდ საგნების ცოდნით არ ყალიბდებიან!

 

გაწირვა ადვილია, გადარჩენაა ძნელი!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი