logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: ოე, გია ნოდია!...
- +

22 ნოემბერი. 2016. 21:23


 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე ექსპერტთან და განათლების ყოფილ მინისტრთან გია ნოდიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

 

„ოეეეე, საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია გვიწუნებს ნოდარ დუმაძის შემოქმედებას, „დათა თუთაშხია" სუსტი რომანიაო, ვერ გაუგია, კონსტანტინე გამსახურდია დიდ მწერლად რატომ ითვლებაო, მაგრამ არ სცოდნია ამ „ბუმბერაზ განათლებულ" ნოდიას, რომ გეგეშიძის ბაღში გამსახურდიას ძეგლის ავტორი მერაბ ბერძენიშვილი კი არა, მოქანდაკე თენგიზ კიკალიშვილია!!

 

„ჩემი აზრით მერაბ ბერძენიშვილის მიერ შესრულებული გამსახურდიას ქანდაკება ე.წ. გეგეშიძის ბაღში (თავისი გმირის მიმართ აშკარად ირონიული) კარგად გამოხატავს „კოწიას" პიროვნებას. (ბარემ ვიტყვი, რომ ამავე მოქანდაკის გამოძერწილი დავით აღმაშენებელი, სრულიად კონვენციური და უინტერესო, გაცილებით უფრო კარგად გამოიყურება დიღომში, ვიდრე „ივერიის" წინ - თუმცა ეს რა შუაშია)". მართლა რა შუაში ხარ პრაფესორ ნოდია ამ ყველაფერთან?"



 

big_banner
არქივი