logo_geo
ლელა ციხისელი: სკოლა ვალდებული იყო, შიდა რესურსით გაერკვია ბიჭის პრობლემა, თუმცა ისედაც ცხადი იყო ეს...
- +

18 დეკემბერი. 2019. 12:09

 

 

Pr და საკომუნიკაციო სააგენტო „კომშის“ პარტნიორი ლელა ციხისელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რამდენჯერ დავწერე და წავშალე... მოკლედ ვიტყვი...

 

  1. რა თქმა უნდა, პირველი პასუხისმგებლობა ეკისრება სკოლას... რა თქმა უნდა... (სკოლის დამცველებო დაწყნარდით და აგიხსნით რატომ).

 

  1. ყველა სკოლა, მითუმეტეს კერძო (კედელზე წარწერები რომ ჰგონია მხოლოდ იმიჯის შემლახველი), დიახ, ვალდებულია ჰყავდეს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი.

 

სკოლა ვალდებული იყო, შიდა რესურსით და ფსიქოლოგის დახმარებით გაერკვია ბიჭის პრობლემა, თუმცა ისედაც ცხადი იყო ეს...

 

მაგრამ ეს კულტურა აბა საიდან უნდა ჰქონდეს ფულზე თვალებდაკარკლულ სკოლის დირექციას, ცხოვრებისეული პრობლემა რომ შეექმნა დედას ამ არასტაბილურ გარემოში და მოზარდი გამოუგდეს, სწავლის პროცესი შეუჩერეს... პოლიციას მიუგდეს, მიხედეო და მიხედეს...

 

არადა რა მარტივად იყო ყველაფერი...“ - წერს ციხისელი.

 

 

big_banner
არქივი