logo_geo
ნონა ხუციშვილი: სკოლაში ყველას გვივლია, მასწავლებლებს შორის, რამდენი იყო პედაგოგი
- +

18 დეკემბერი. 2019. 23:16

 



ჟურნალისტის ნონა ხუციშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

ვგლოვობ!

პოლიცია იყო და არის სადამსჯელო ორგანიზაცია, ამიტომ მას არ ვთხოვ პასუხს. პასუხს მოვითხოვ სკოლისგან, რომელმაც კედელზე წარწერის გამო საქმეში პოლიცია ჩართო.

სკოლაში ყველას გვივლია და გაიხსენეთ, მასწავლებლებს შორის, რამდენი იყო პედაგოგი?

ეს ამბავი დაახლოებით 1983 წელს მოხდა. ჩვენმა კლასმა, 14 წლის შტერმა ბავშვებმა რუსულის მასწავლებელს და ამავე დროს კლასის დამრიგებელს "მოლჩანკა" ანუ დუმილით პროტესტი გამოვუცხადეთ (რეალური მიზეზი არ გვქონია, ალბათ, ვიღაცამ გაკვეთილი არ იცოდა და აგვიყოლია). კლასში შემოსულ მასწავლებელს დადუმებულები დავხვდით. სიის ამოკითხვისას ასევე, მდუმარედ დგებოდა და ჯდებოდა 30_ვე მოსწავლე.

მასწავლებელი უკვე მიხვდა, რაც ხდებოდა და...

არც დირექტორთან გავარდნილა_ ბავშვები გაკეთილის ჩაშლას ცდილობენო;

არც ბავშვთა ინსპექტორთან გაქცეულა (სკოლიდან 10 ნაბიჯში იყო);

 

_ რადგან დღეს, ლაპარაკის ხასიათზე არ ხართ, საკონტროლოს შეცდომების გასწორება გვექნებაო, - გვითხრა და ისტერიკის გარეშე ბოლომდე მიიყვანა გაკვეთილი.

ჩვენ კი...

ჩვენ _ ვორონცოველ_ჩუღურეთელ_სვანეთისუბნელ ბავშვებს ასეთი სისულელე მისთვის აღარ გვიკადრებია.

 

ეს უმიზეზო, შტერული პროტესტი იყო.

საბედნიეროდ, მასწავლებელი პედაგოგი აღმოჩნდა.

პროტესტს მიზეზი რომ ჰქონოდა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მასწავლებელი გვერდში დაგვიდგებოდა. და არა მარტო ის..

 

მადლობა, Цицино Сергеевна, ციცინო ჯოჯუა.

 

P.შ. თუ ვინმე იცნობთ რუსულის მასწავლებელ ციცინო ჯოჯუას, ჩემგან ქედმოდრეკილი ბოდიში და მადლობა გადაეცით“, - წერს ნონა ხუციშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

big_banner
არქივი