logo_geo
„ლუკა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს გადიოდა, ეს იცოდა პოლიციამაც და სკოლის ადმინისტრაციამაც, მაგრამ...“
- +

19 დეკემბერი. 2019. 11:49

 

Facebook-მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ფაქტები, რომელსაც ტრაგედიის ისტორიიდან ვერ წაშლით.

 

1 - ის, რომ სკოლა დააზიანა ლუკა სირაძემ, გაარკვია სკოლის ადმინისტრაციამ და არა პოლიციამ.

 

2 - სკოლის ადმინისტრაციამ ლუკას ყოფილი კლასელი გოგონას ტელეფონის მეშვეობით შეიტყო, რომ წარწერები სწორედ ლუკამ გააკეთა. გოგონამ ასევე სცადა თვითმკვლელობა.

 

3 - სკოლა ლუკას ოჯახისგან მოითხოვდა ზიანის ანაზღაურებას, რისი საშუალებაც ოჯახს არ ჰქონდა.

 

4 - სკოლამ პოლიცია გამოიძახა არა საქმის გამოსაძიებლად, არამედ ლუკას ოჯახისგან თანხის ამოსაღებად!

 

(ყველაზე საშინელი ფაქტი ისტორიიდან!)

 

5 - ლუკა რამდენიმე თვის წინ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. ეს ინფორმაცია ჰქონდა პოლიციასაც და სკოლის ადმინისტრაციას, არც ერთმა ორგანომ, მიუხედავად ამ ინფორმაციისა, არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ბავშვს დახმარებოდა.

იცოდნენ, რომ ჰქონდა სუიციდური ფიქრები, მაგრამ ერთადერთი, რაც ამ ორივე უწყებას აინტერესებდა, ეს იყო ზიანის ანაზღაურება“, - წერს ხახუტაიშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი