logo_geo
მაიკო გოგავა: მინდა, მოგიყვეთ კერძო სკოლაზე, რომლის დამფუძნებელი ვარ და დირექტორის მოვალეობას ვასრულებდი...
- +

19 დეკემბერი. 2019. 12:56

 

მაიკო გოგავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მინდა, წარსულში დავბრუნდე და მოგიყვეთ კერძო სკოლაზე, რომლის დამფუძნებელი ვარ და დირექტორის მოვალეობას ვასრულებდი.

 

სკოლაში დაიკარგა ერთ-ერთი დამფუძნებლის არცთუ საინტერესოდ ძვირფასი მობილური. ნომრის ბარათი მაგიდაზე დატოვა ადრესატმა.

 

დავიწყეთ შიდა ფრთხილი მშვიდი მოკვლევა და მე დავუჯერე მოსწავლეებს. ეს არ იყო მათი ქმედება. არ ჩავთვალე საჭიროდ მიმემართა სამართალდამცველებისთვის.

 

გავიდა თვეები და ჩემს საცხოვრებელ სახლში სტუმრად მოვიდა ჩემი სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი, რა დროსაც ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ინსტინქტურად ჩანთიდან იღებს მობილურს და ვხედავ, ის ტელეფონია, რომელიც სკოლაში დაიკარგა. ვთხოვე დაბრუნება. ქალბატონი უხმოდ გაიქცა სახლიდან. ინსტინქტურად მას ჩემი მაშინ 13 წლის შვილი დაედევნა. წინ პედაგოგი და უკან მოსწავლე. გაყინული ვუყურებდი. იმავე წამს წავედი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში და განვაცხადე. მომხდარმა სისხლი გამიყინა. პოლიციამ რა ქნა? გადამალა ჩემი განაცხადი. ეს ერთ-ერთი უკანონო სამართლის ეპიზოდია ჩემი ცხოვრების ვანო მერაბიშვილის კლანის მიერ განხორციელებული.

 

უფრო მეტი, სამაჩაბლოს ომის შემდეგ სკოლა დავუთმე დაზარალებული ბავშვების უფასო სწავლებას და დაფინანსება სოროსის ფონდს ვთხოვე. სკოლის დირექტორად თამარაშენის ყოფილი სკოლის დირექტორი ქალბატონი მაია მოვიწვიე. და რა მოხდა? ერთ კვირაში დამიბარეს განათლების სამინისტროში და ჩემთვის უცხო პირებმა ყვირილით და მაგიდაზე ხელის კვრით მითხრეს, იცით, თქვენ ვანო მერაბიშვილს გადაახტით თავზეო. საკადრისი პასუხი გავეცი და დაუკითხავად დავტოვე კაბინეტი. ამის შემდეგ რა ხდება?

 

 

სოფელში, რომელიც „ნაციონალებმა“ აუშენეს დევნილებს, აღმოჩნდა, რომ სკოლა არ ჰქონდათ მოსწავლეებს. რა დროსაც მშობლებმა უარი თქვეს ჩასახლებაზე. მეტიც, მათი მოთხოვნა იყო ასეთი. მაია გოგავას რომ აქვს, ასეთი სკოლა აგვიშენეთ და მერე ჩავსახლდებითო. მერე რა მოხდა, „თიბისი ბანკს“ სასწრაფოდ შეაწერეს მიმდებარე ტერიტორიაზე სკოლის მშენებლობა, რომელიც ოთხი მილიონი დაუჯდა ხაზარაძეს. მე კი სასკოლო შენობის მესაკუთრემ, რომლის ოჯახის ნათესავია პეტრე ცისკარაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე, ქუჩაში გამომაგდეს ორი მცირე წლოვანი შვილის თანდასწრებით. ხელის კვრით, რა დროსაც დავეცი და ფეხიდან სისხლი მდიოდა. არ გამომრჩეს... სასკოლო შენობის მესაკუთრისთვის წინსწრებით გადახდილი მქონდა მომავალი თვის იჯარა და სხვადასხვა ხარჯების 9 900 დოლარი. მესაკუთრეს დღემდე უკანონოდ მისაკუთრებული აქვს სკოლის მოძრავი ქონება და მის გადმოცემაზე უარი აცხადებს. მე ვარ ნასკოლარის გვერდზე გამოჩენილი... ბულინგისთვის, გულგრილობისთვის განწირული. დანარჩენს სხვა დროს ვისაუბრებ. ეს დღეებია მივიღე გადაწყვეტილება. სირცხვილია, სიმართლეს გავექცე. ემიგრანტი ვბრუნდები. ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს შვილებს. ადამიანებს, ვისაც არ უღალატია მიზნისთვის. მრწამსისთვის. საჯაროდ, განსაკუთრებული ბოდიში უნდა მოვუხადო ჩემს მე-12 კლასელ შვილს. მოვდივარ, დედა. გპირდები, ვიბრძოლებ შენი სულის გადასარჩენად. არ მრცხვენია სიმართლის!“ - წერს მაიკო გოგავა.

 

 

 

big_banner
არქივი