logo_geo
„აქტივები, რომლებიც „ნაციონალებმა“ რუსულ კომპანიებზე გაასხვისეს“ - გამსახურდია სკანდალურ სიას აქვეყნებს
- +

5 მარტი. 2017. 20:59


 


საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსულ კომპანიებზე გასხვისებული აქტივების სიას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ასევე რამდენიმე „ნაციონალის" გამონათქვამებს რუსულ კაპიტალზე:


„1. ჟინვალჰესი-რუსული კომპანია "რაოესი";

2. რიონჰესი-რუსული კომპანია "ენერჯი ინვესტი";

3. გუმათი1- რუსული კომპანია "ენერგო პრო";

4. გუმათი2-რუსული კომპანია "ენერგო პრო";

5. ლაჯანურჰესი-რუსული კომპანია "ენერგო პრო";

6. შაორჰესი-რუსული კომპანია "ენერგო პრო";

7. ვარციხე1-რუსული კომპანია "ენერგო პრო";

8. ვარციხე2-რუსული კომპანია "ენერგო პრო";

9. ვარციხე3-რუსული კომპანია "ენერგო პრო";

10. ვარციხე4-რუსული კომპანია "ენერგო პრო";

11. ხრამი1-რუსული კომპანია "რაოესი";

12. ხრამი2-რუსული კომპანია "რაოესი";

13. ხრამი3-რუსული კომპანია "რაოესი";

14. ხრამი4-რუსული კმპანია "რაოესი";

15. ხრამი5-რუსული კომპანია "რაოესი";

16. ყაზტრანსგაზ თბილისი-რუსული კომპანია "გაზპრომი";

17. გაზ.კომპანია "იტერა"-რუსული კომპანია "გაზპრომის" შვილობილი კომპანია;

18. შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა "ალექსი"-რუსული კომპანია "გაზპრომის" შვილობილი კომპანიაა;

19. გარდაბნის მე-9ენერგო ბლოკი-რუსული კომპანია "ინტერ რაო";

20. გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი-რუსული კომპანია "ინტერ რაო";

21. მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები-რუსული კომპანია "ინტერ რაო";

22. "მადნეული"-რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი";

23. "კვარციტი"-რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი";

24. საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან "რუსეთის რკინიგზა";

25. კომპანია "ბილაინი"-რუსული კომპანიაა;

26. "აზოტი"-რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი";

27. "გაერთიანებული ქართული ბანკი"-რუსული კომპანია "ვითიბი;

28. "ლუკოილ ჯორჯია"-რუსული კომპანია "ლუკოილი";

29. ზესტაფონის "ფერო"-რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი";

30. ელმავალთმშენებელი ქარხანა -რუსული კომპანია "დემა კომპიუტერი";

31. არამიანცის, თბილისის3#1 საავადმყოფო-რუსული კომპანია "ბატუსი";

32. თბილისის წყალი-რუსული კომპანია"ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი".

 

ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალების" გამონათქვამები რუსულ კაპიტალზე:

 

გოკა გაბაშვილი: „რუსული ფული ქართულ; პოლიტიკაში ცუდია, ბიზნესში კარგი"

 

ალექსანდრე ხეთაგური: "მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა და სამხედრო აგრესია განახორციელა, ქართულ კომპანიებს რუსულ კომპანიებთან ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობა ექნებათ."

 

ვანო მერაბიშვილი: „ფულს სუნი არ აქვს" და მისთვის ნებისმიერი კაპიტალი და ინვესტიცია მისასალმებელია. „ვითიბი-ბანკი", „რაო-ე-ესი" აქტიურ ინვესტიციებს ახორციელებენ. ნებისმიერი ადამიანი, რა წარსულიც არ უნდა ჰქონდეს მას, მივესალმები"

 

პავლე კუბლაშვილი: „საპარლამენტო უმრავლესობისათვის რუსულ ფულს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში სხვადასხვა დატვირთვა აქვს.

 

როდესაც რუსული კაპიტალი სხვადასხვა ფორმით ქართულ ბიზნესში ჩაედინება, ეს ცუდი არაა",- აღნიშნავს გამსახურდია.


 

big_banner
არქივი