logo_geo
ნინო ლაბარტყავა: ყველა დასასჯელია, უმკაცრესად! ყველა, ვისაც ამ ტრაგედიაში მცირედი მონაწილეობაც კი აქვს მიღებული!
- +

19 დეკემბერი. 2019. 12:59

 

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ესე იგი, წეღან დავდე, რომ იმ „მწვანე სკოლის“ დირექტორის მოადგილე ნუგზარ წიკლაურის ცოლია. სპეკულიანტ „ნაცებს“ მოვუწოდე - პირველ რიგში, მაგ თქვენი წიკლაურის ცოლს ჰკითხეთ, რა გააკეთა საიმისოდ, რომ ეს ტრაგედია აეცილებინა ქვეყანას თავიდან-თქო.

 

როგორც ვრცელდება - ბავშვს ცოტა ხნის წინ მამა გარდაეცვალა და ვეღარ შეძლო იმ ათასობით ლარის სწავლის საფასურის გადახდა, რის გამოც სკოლის დატოვება მოუხდა.

 

როგორც ჩანს, ერთხელაც სკოლაში გამწარებული და გულდაწყვეტილი მივიდა, დაწერა ის, რაც დღეს გვჭირს #ამცხოვრებისდედაც! და ამის გამო იმ სკოლის ხელმძღვანელობამ პოლიციაში დარეკა (საკითხავია, კონკრეტულად ვინ დარეკა კიდე - დირექტორმა თუ მოადგილემ? წიკლაურის ცოლმა ანუ). ჰოდა, ამ სკოლის ადმინისტრაციის მოწადინებით, მერაბიშვილის სისტემის პოლიციელებმა ბავშვი „დაკითხეს“, სტრესზე სტრესი დაუმატეს და ასეთი საშინელება დატრიალდა. სისტემა, რომელიც არაა ზონდერებისგან გაწმენდილი და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების „ლიუბიმჩიკებითაა“ ისევ დაკომპლექტებული - მოზარდზე ისე მოქმედებს, რომ ისედაც დასტრესილი და გამწარებული, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს და თავს იკლავს...

 

აი, მთელ ამ საშინელებაში, რაც აქ მიწერია, ვიღაცებმა დაინახეს მხოლოდ ის, რომ მე დავდე საჯარო ინფორმაცია - „მწვანე სკოლის“ დირექტორის მოადგილის მეუღლე ნუგზარ წიკლაურია-თქო.

 

აი, ის „ნაცი“ წიკლაური, მაგის „სასტავი“ რომ ახლა ამ ტრაგედიით სპეკულირებს...

 

აბა, თუ ვინმე დასვამს კითხვას: უნდა მოეთხოვოს თუ არა პასუხი სკოლის ხელმძღვანელობას?

 

ალბათ კი, ხომ?

 

ჰოდა, ვინ არიან მერე ხელმძღვანელი პირები? თუ მარტო ის ზონდერ-გამომძიებელია დამნაშავე? კიდევ დააკავესო ერთი გამომძიებელიო, წავიკითხე წეღან... ერთი კი არა, თუ ათია დასაკავებელი, ათი უნდა დააკავონ! და საერთოდ, სისტემა უნდა გაიწმინდოს წინა ხელისუფლების რეჟიმის კადრებისგან ერთხელ და სამუდამოდ და სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ! დემურ სტურუას თემა გაგახსენდათ ვინმეს საერთოდ ამ ბოლო პერიოდში? თუ აღარაა ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი? რატომ არ ამოიღეთ ხმა იმ საწყალი ბიჭის სუიციდზე? რატომ არ ჩაუვარდით ადგილობრივ პოლიციას და არ ახოხეთ?

 

და ახლა რას ვხედავ: დავდე ფაქტი სკოლის ხელმძღვანელობაზე და მე მწერთ - არაქალი ხარო? ეგ როგორ დადეო?... და შვილი გეზრდებაო?..

 

თქვე არაადამიანებო! შვილი რომ მეზრდება, მაგიტომ ვიცი, რანაირ ქვეყანაში არ მინდა ვცხოვრობდე! და როცა სათქმელია, მაშინ უნდა თქვა, როცა დროა და საჭიროა!

 

აი, აგერ ვწერ ახლა კიდევ ერთხელ: ყველა დასასჯელია, უმკაცრესად! ყველა! სკოლის ხელმძღვანელობიდან დაწყებული, გამომძიებლებით დამთავრებული - ყველა, ვისაც ამ ტრაგედიაში მცირედი მონაწილეობაც კი აქვს მიღებული!

 

ნაცი-ქოცი მკიდია! მოზარდზეა აქ საუბარი და ცოტა ენას მიაჭირეთ ზოგიერთებმა!

 

და ვინც ამის შემდეგ ადგებით და ისევ ინტერპრეტირებას გაუკეთებთ ჩემს ნაწერს/ნათქვამს, ყველას...!“ - წერს ლაბარტყავა.

 

 

 

big_banner
არქივი