logo_geo
სანდრო ბრეგაძე: მამათმავლებს-პედოფილებს რომ აღიარებთ საქართველოს საუკეთესო პედაგოგებად - სხვას რას ელოდებით?
- +

19 დეკემბერი. 2019. 14:42

 

„მამათმავლებს-პედოფილებს რომ აღიარებთ საქართველოს საუკეთესო პედაგოგებად - სხვას რას ელოდებით?“ - ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გაავსეთ სატანის სექტის წევრებით და მიმდევრებით სკოლები! სოროსის ბუდეში გამოზრდილი აგენტ-პედაგოგები შეუშვით დირექტორებად და მასწავლებლებად, დასცინიან მართლმადიდებლობას, განადიდებენ სატანას, ქადაგებენ ჰომოსექსუალიზმს-გარყვნილებას და აი შედეგები!

 

როგორც მაცნობეს, ზოგიერთ კერძო სკოლაში მოსწავლეებს გაკვეთილების შემდეგ ხვდებიან ე.წ. ახალგაზრდა პედაგოგები და სატანისტურ რიტუალებში ითრევენ! თითქმის ყველა კერძო სკოლა ან ნაცებისაა, ან სოროსელების! ითრევენ და ითრევენ ბავშვებს ამ ჭაობში, უბიძგებენ გარყვნილებისკენ, მამათმავლობა ცხოვრების წესად აქვთ გადაქცეული, პედოფილობა ერთგვარ ნორმადაც კი არის ქცეული! ყოველდღიურად მიმდინარეობს მართლმადიდებლობის და ღმერთის შეურაცხყოფა, თუ რომელიმე მოსწავლეს ჯვარს დაუნახავენ, იმწუთშივე დასცინიან და აიძულებენ, მოიხსნას! მთავრობა, პარლამენტი, სახალხო დამცველის აპარატი დაიპყრეს, ტელევიზიების და მედიის ოკუპაცია მოახდინეს - ბოლოს ჩვენს შვილებს მიადგნენ და სკოლებში, უნივერსიტეტებში შეაღწიეს! გეკითხებით, გეკითხებით ყველას - სკოლის კედლებიდან მარიამ ღვთისმშობლის ხატს რომ ჩამოხსნი და მის ადგილას ფრედი მერკურის ფოტოს დაკიდებ - სხვას რას ელოდებით? დიახ - თქვენ უფალი განდევნეთ სკოლიდან და იქ სატანა შეუშვით, თქვენ, თქვენ ხართ დამნაშავეები და რაც ხდება, თქვენი სიჩუმის-ინდეფერენტულობის ბრალია! დააბრუნეთ ეკლესია სკოლაში, დააბრუნეთ, სანამ საბოლოოდ არ გადავშენდით!“ - წერს ბრეგაძე.

 

 

 

big_banner
არქივი