logo_geo
1989 წლის 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას, ქაშვეთის ტაძარში, მამა ელიზბარმა აკურთხა გაზეთი „შანსი“
- +

20 დეკემბერი. 2019. 13:53

 

 

ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ნული ნომრის გამოსვლიდან 18 დღეში, 20 დეკემბერს, ზუსტად 30 წლის წინ, გამოდის უკვე გაზეთ „შანსის“ პირველი ნომერი(!)...

 

ერთი დღით ადრე, 1989 წლის 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას, ქაშვეთის ტაძარში, მამა ელიზბარმა აკურთხა გაზეთი „შანსი“, შემდეგ რედაქცია, ლენინის ქუჩაზე (ბელინსკის მხრიდან), კლუბი „მარებელი“, ფილარმონიის შენობაში...

 

ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა კომუნისტურ ეპოქაში, ერთი საათი არ უშვებდა მოძღვარს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დაცვა, გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობაში(!)...

 

„შანსის“ კურთხევის შემდეგ, მამა ელიზბარმა ნაკურთხი წყალი გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციასაც აპკურა, ამ გაზეთის მადლი თქვენზეც გადმოსულიყოსო... თვალწინ მიდგას, როგორ იმალებოდნენ ოთახებში ფუნქციონერი ჟურნალისტები...

 

ამას წინათ, სისხლმა და ხორცმა, უკმაყოფილოდ მკითხა, რა გაგიკეთებია ცხოვრებაში, თბილისში სახლიც არ დაგვიტოვეო(!)...

 

გავშრი, თავისებურად მართალი იყო, ყველაფერი ღირებული მსხვერპლს ითხოვს, ხშირად, ოჯახის ხარჯზეც...“ - წერს ქურდაძე.

 

 

big_banner
არქივი