logo_geo
სანდრო ბრეგაძე: ქუჩაში გამოსვლებს ისინი ლიდერობენ, რომლებმაც ტყვია ესროლეს საქართველოს
- +

23 დეკემბერი. 2019. 00:23

 


საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, ბათუმში გამართული ოპოზიციის აქციას ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

იგი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალებაში და საქართველოს პირველი პრეზიდენტის წინააღდეგ შეიარაღებულ ბუნტში ადანაშაულებს.

1991 წლის 22 დეკემბერს,  გიგა ბოკერიამ, გია ბარამიძემ, გივი თარგამაძემ, კობა ხაბაზმა, გოკა გაბაშვილმა, რომან გოცირიძემ - რუსულ არმიასთან ერთად, რუსული “კალაშნიკოვებით” ხელში შეუტია პარლამენტის შენობას, ტყვია ესროლა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და სათავეში მოიყვანა კიტოვან-იოსელიანის კრიმინალური ბანდა !!! ვინ იფიქრებდა რომ ათწლეულების შემდეგ, 2019 წლის 22 დეკემბერს, კვლავ ბოკერია, ბარამიძე, ხაბაზი და ა.გამართავდნენ აქციას ბათუმში და მოთხოვნა იქნებოდა დასავლური დემოკრატია !!! გენერალ ბეპაევის ხელის ბიჭები და საბჭოთა კგბ-აგენტები დასავლური დემოკრატიის ფლაგმანებად იქცნენ !!! საბჭოთა კგბ-ს “ქსივები” ლგბტ-აქტივისტების სტატუსზე გაცვალეს !!! როგორ შეიძლება პუტჩისტი ოდესმე დემოკრატი გახდეს ??? ამიტომ იცოდეთ-ესენი ახლაც პუტჩისტებად რჩებიან და კვლავ პუტჩს ამზადებენ !!! ამიტომ არ დავზოგავთ საქართველოს მტრებს-1991 წლის 22 დეკემბერს, რომ დაგინდოთ ზვიადმა, იმიტომ ესროლეთ ტყვია-ამ მანქურთებს საქართველოს არ დავუთმობთ, ეს მანქურთები შეგნებული მოღალატეებია და მოღალატეს ისე მოვეპყრობით, როგორ იმსახურებს !!! ნუ იქნებით ბრმები - დღეს ქუჩაში გამოსვლებს ლიდერობს ის ხალხი, რომლებმაც 1991 წელს, ამავე დღეს ტყვია ესროლეს საქართველოს დამოუკიდებლობას“.

 

 

big_banner
არქივი