logo_geo
ცოტნე გამსახურდიას დასახმარებლად ქართველი ქირურგი აშშ-დან ჩამოფრინდა
- +

23 დეკემბერი. 2019. 23:56

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას დასახმარებლად ქართველი სამხედრო ქირურგი ზურაბ გურული, თბილისში აშშ-დან ჩამოვიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას, ემიგრანტი თამაზ ალვანელი (თამაზ ბაჩულაშვილი) ავრცელებს.

 

მისივე ინფორმაციით, ზურაბ გურული აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი, ქართულ ამერიკული სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტია.

 

"უდიდესი მადლობა ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს (ქირურგს), მწერალს, პოეტს, მთარგმნელს და საზოგადო მოღვაწეს, ჩვენს ძმას და მეგობარს ზურაბ გურულს... ახლაღა გავიგე, რომ იგი სპეციალურად ცოტნეს დასახმარებლად ჩაფრინდა აშშ-დან საქართველოში.

ეჭვი არ მეპარება ქართველ ექიმთა ცოდნაში და რეპუტაციაში რომლებიც ახლა ცოტნეს დასტრიალებენ თავს და მაქსიმალურს აკეთებენ მის გადასარჩენად... ზურა გურული სულ სხვა იმედია და როგორც სამხედრო ექიმი, უდიდესი გამოცდილება აქვს მსგავს პაციენტებთან მუშაობის - მისი რჩევები და გამოცდილება ამ კონკრეტულ შემთხვევაში დიდად დაეხმარებათ როგორც ექიმებს სწორი მკურნალობისთვის, ასევე ცოტნეს მალე წამოდგეს იგი ფეხზე", - წერს თამაზ ბაჩულაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

big_banner
არქივი