logo_geo
ლევან ლორთქიფანიძე: მარიამ ჯაშმა გადაგვაგდო, ახალი წელი მოგვპარა და კიდევ რეკავს
- +

25 დეკემბერი. 2019. 01:12

 



პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი ლევან ლორთქიფანიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, დეპუტატ მარიამ ჯაშის შესახებ, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მას ორპირ და უპრინციპო პოლიტიკოსად მოიხსენიებს:

 

„ზარი გაისმა ჩემს ტელეფონზე. საქართველოს პარლამენტიდან რეკავდნენ, მარიამ ჯაშის თანამშრომელი ვარო. ძალიან ზრდილმა ბიჭმა დარეკა, არ მოიტყუებდა. ორი წლის წინ ოკუპირებული მეექვსე კორპუსიდან რომ კანონპროექტი შემოიტანეთ, იმაზე გავაგრძელოთ მსჯელობაო.

 

ორი წლის წინ, ხანგრძლივი კამათის შემდეგ, ორჯერ ოთახიდან ისტერიკით და ოფლის წმენდით გავარდნილ მარიამ ჯაშს ხელი მოვაწერინეთ ბლოკნოტში სახელდახელოდ ჩაწერილ შეთანხმებაზე. შეთანხმების მიხედვით აუდიტორია 115-ის ინიცირებული ცვლილებების პროექტი პარლამენტში უნდა დარეგისტრირებულიყო და გაზაფხულზე კომიტეტს თავისი შეხედულებისამებრ საბოლოო გადაწყვეტილებაც უნდა მიეღო. სანაცვლოდ, მეექვსე კორპუსი გათავისუფლდებოდა და კორპუსის მცველები ახალ წელს სახლში შეხვდებოდნენ.

 

მარიამ ჯაშმა გადაგვაგდო, ახალი წელი მოგვპარა და მერე ორი წლის განმავლობაში თვითფრინავის ბოლივით გაქრა. მაშინ შევარქვი გრინჩი, რომელიც პატარა გოგოს ვერ შეხვდა. დღეს კიდევ რეკავს!

 

ნამუსი აღარ არის ?! ჩალით არის დახურული ქვეყანა ?! არაფრის არ რცხვენიათ ამ პოლიტიკოსებს ???

 

როცა ძალაუფლება ჰქონდა გადაგვაგდო და როცა უმრავლესობაში ადგილი ვეღარ იპოვა და ჩაძირვის პირას მყოფი გემიდან გამოიქცა, დემოკრატია და განათლების კანონის ცვლილება გაახსენდა. ასეთი ორპირობა და უსახობა, უპრინციპობა ღუპავს ყველაფერს!

 

თან ახლა აღარაფერი შეუძლია, მხოლოდ ქულების დასაწერად სურს მის მიერვე მოკლული პროცესის გაცოცხლება.

 

ჩემი ხელით ეგ საქმე არ გაკეთდება, სხვებთან სცადეთ !!!“, - წერს ახალგაზრდა მეცნიერი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

big_banner
არქივი