logo_geo
ნინო ჯღარკავა: აი, ასე, მართალია სულიკო!
- +

25 დეკემბერი. 2019. 13:21

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აი, ასე, მართალია სულიკო! „იმოქმედეთ ისე, როგორც თვითონ გვექცევიან!“ - სულიკო კედელაშვილი.

 

„ქართული ოცნება“, ან საერთოდ შეეშვით „ნაციონალების“ ნარატივებზე ქვეყნის დღის წესრიგის გაწერას და „ერთ ყურში შეუშვი, მეორედან გაუშვი“-ს პრინციპით იმოქმედეთ ან მათივე მეთოდები შეუტრიალეთ უკან, მთავრობა ხართ თუ შარვალ-კოსტუმი?

 

აი, მაგალითად ვიღაც ფარნავოზამ რომ დაწერა შ.შ.მ. დეპუტატზე დისკრიმინაციის შემცველი და მანიშნებელი პოსტი, დააორგანიზეთ პერფორმანსები, ჩართეთ ახალგაზრდები, მიიყვანეთ მხარდამჭერები მაგ ფარნავოზას სახლთან, პარტიასთან, მოითხოვეთ გამოვიდეს პარტიის დირექტორატი და ბოდიშები იხადოს საზოგადოების წინაშე, ასევე მოითხოვეთ დატოვოს ფარნავოზამ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები, ვინაიდან იგი არცხვენს მათ უმწიკვლო რეპუტაციას და ა.შ.

 

შექმენით ფონი (როგორც ეგენი გიჩალიჩებენ), რომ ქვეყანა ითხოვს ფარნავოზას დასჯას, სამშობლოსთვის ესოდენ დამღუპველი განცხადების გამო, რამაც შესაძლოა, პუტინის წისქვილზე დაასხას ერთი ცისტერნა წყალი და ჩვენ გაგვრიცხონ ევროსაბჭოდან, გაგვიუქმონ უვიზო რეჟიმი...

 

და რამდენი მსგავსი საბაბის წამოწევა შეიძლება კიდე. ძნელია ამის გაკეთება?“, - წერს ჯღარკავა.

 

 

 

big_banner
არქივი