logo_geo
ბესიკ დუღაშვილი: ბავშვს სტუმრობაზე უარს როგორ ეუბნები? იქნებ შენთან შეხვედრას რა დადებითი გარდატეხა მოაქვს მის ცხოვრებაში?
- +

25 დეკემბერი. 2019. 14:06

 

კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვინც საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილია, ვინც თავისი საქმიანობით, შემოქმედებით თუ მუშაკობით ხალხის ყურადღების ცენტრშია და მეტსაც ვიტყვი, უყვარს ხალხს...

 

მაგრამ როცა ვუკავშირდები და ჩემი სტუდიის ბავშვებთან შეხვედრას „სტუდიური შეხვედრების“ ფორმატში ვთხოვ და რაღაც უაზრო „მანქანებით“ ცდილობს „სტუმრობას“ (არა და ეს ოხერი, მანქანას ვუგზავნი და სახლშიც მანქანით ვუშვებ) თავი აარიდოს, მაშინვე პლინტუსს ქვევით ეცემა ჩემს თვალში მისი „სიდიადე“!

 

ბავშვებს გაესაუბრო, მათი მსოფლმხედველობა სწორი მიმართულებით წარმართო, თავი „გააცნო“ (ხშირ შემთხვევაში ასეც არის ხოლმე, არც იცნობს ახალი თაობა) და დაამახსოვრო, უკეთესს რას იზამ?..

 

იქნებ და დალოცვილო შენთან შეხვედრას რა დადებითი გარდატეხა მოაქვს მის ცხოვრებაში?

 

P.S. შარშან მიხეილ ცაგარელმა მითხრა უარი და მერე ან მითიშავდა მობილურს ან საერთოდ არ მპასუხობდა...

 

წელსაც სამმა თუ ოთხმა „ცნობილმა” დაიძვრინა თავი...

 

მომავალში, რომც მეხვეწონ, სტუდიაში ფეხს არ შემოვადგმევინებ!

 

ბავშვს სტუმრობაზე უარს როგორ ეუბნები?“ - წერს დუღაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი