logo_geo
ირმა ვიბლიანი: შევიარე ყბადაღებული ნაძვის სანახავად, სრული ზღაპარი დამხვდა
- +

28 დეკემბერი. 2019. 02:16

 

ფიზიკოსი ირმა ვიბლიანი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხის ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც თავადვე გადაიღო.

 

მიუხედავად მძიმე დღისა და მძიმე პარკის, რომელიც ხელში მეჭირა, სამსახურიდან სახლში მიმავალს, არ დამეზარა და შევიარე ყბადაღებული ნაძვის სანახავად. იქ დამხვდა ბავშვებისთვის მოწყობილი სრული ზღაპარი.

 

თავად ნაძვი დღისით არ ვიცი, მაგრამ ღამე ნორმალური და საერთოდ არადასაცინია. თანხაზე ვერაფერს ვიტყვი, მილიონი ნამდვილად არ უნდა ღირდეს. და შეიძლება ამასაც ისევე იგონებენ, როგორც იმ ფოტოებს, რაც ამ დღეებში წაღმა-უკუღმა ტრიალებდა.

 

ფოტოები ამ საღამოსია, ბავშვი რომ ვიყო, საოცრად ბედნიერი ვიქნებოდი ამ სანახაობით, თუმცა არც დიდებს გვაწყენდა ბავშვობაში დაბრუნება“, - წერს ირმა ვიბლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი