logo_geo
ხათუნა ხოფერია: ჩემი უდიდესი პატივისცემა ამ დიდებულ ადამიანებს!
- +

28 დეკემბერი. 2019. 21:39

 

 

 

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მათი დანახვა გვიხაროდა!

მათგან ვსწავლობდით სწორ მეტყველებას, ჩაცმის ეთიკას, ქცევის კულტურას.

ისინი არ საუბრობდნენ „ლ“-ებით, არ უშვებდნენ გრამატიკულ შეცდომებს, არ სხდებოდნენ ეთერში იღლიამოშიშვლებულები, დეკოლტედან მომზირალი დანაოჭებული ხორცებით, არ ილანძღებოდნენ და არ იღრიჭებოდნენ.

იმ პერიოდში კარგად ჩანდა თუ ვინ იყო დიქტორი და ვინ ჟურნალისტი, ისინი იყვნენ პროფესიონალები და ამიტომაც იმსახურებდნენ სიყვარულს და პატივისცემას!

მათთან ერთად მოდიოდა ახალი წელი, ახალი იმედები და ახალი ცხოვრება!

ჩემი უდიდესი პატივისცემა ამ დიდებულ ადამიანებს!“ - წერს ხოფერია.

 

 

 

big_banner
არქივი